D F I

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მჟ მრ მს მუ მშ მც მძ მწ მხ
selected terms: 191 page 2 of 10
მარკირება
ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე. =საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11
მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიო
მასწავლებლის პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატებების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა. More…
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის ქცევის სავალდებულო ნორმები. =საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
პროფესიული ცოდნის, უნარ- ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი. =საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, More…
მასწავლებლობის მაძიებელი
პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. =საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2
მატარებელი
ვაგონების შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი ლოკომოტივით ან ძრავიანი ვაგონით, აგრეთვე დადგენილი სიგნალებით აღჭურვილი უვაგონო ლოკომოტივები, ძრავიანი ვაგონები, ავტომოტრისები და არასაღები More…
მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვა
სახელმწიფო რეზერვის გაცემის შესახებ განკარგულების მიღებამდე, განკარგვის უფლების გარეშე, სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა. =საქართველოს კანონი More…
მატერიალური აქტივი
აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი. =საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12
მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, More…
მაუწყებელი
ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ტელე ან რადიოპროგრამების გავრცელებას სახმელეთო გადამცემებით, საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის მეშვეობით, სადენით ან ჰაერით, More…
მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა
საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით. =საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 More…
მაუწყებლობის ტრანზიტი
პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილებების More…
მაღალი რისკის წარმოება
ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვის საკვების წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია, ცხოველის საკვების წარმოება ან შეფუთვა. =საქართველოს More…
მაღალმთიანი რეგიონები
ტერიტორიები, რომლებიც მოქცეულია იმ სოფლების, თემებისა და დაბების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული More…
მაღალმთიანი საძოვრები
მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები. =საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11
მგზავრი
პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი. =საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2 ◊ ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად More…
მდგრადი განვითარება
საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას More…
მდგრადი განვითარების პრიციპები
პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment More…
მდინარის კალაპოტი
მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში. =საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და More…
მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა
სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან. =საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9