D F I

შა შე შვ ში შრ
selected terms: 50 page 2 of 3
შენობა-ნაგებობები
ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია და ნაგებობა (ან მათი ნაწილი) მიწის ნაკვეთით, რომელზედაც იგი არის დამაგრებული. =საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების More…
შერწყმა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა. More…
შესაბამისი კანონი
საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. =საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი More…
შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება)
სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისათვის, ანატომიური ან გონებრივი More…
შესაბამისი სამსახური
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი More…
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი)
დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ან შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ადასტურებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს, სტანდარტს ან სხვა წესებსა და მოთხოვნებს; ნებაყოფლობით More…
შესაბამისობის ეროვნული ნიშანი
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს =საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების More…
შესაბამისობის სერტიფიკატი
დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და More…
შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო)
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანო, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო დ აკრედიტაციის ცენტრი. More…
შესაბამისობის შეფასება
პროცედურა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები. =საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის More…
შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი
შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის More…
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები. =საქართველოს კანონი „სახელმწიფო More…
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო. =საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3
შეფასება
სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრა. =საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის More…
შეფასების სისტემა
სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე. =საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 More…
შეფუთვა
ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას. =საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998 წლის 25 More…
შეღავათიანი პერიოდი
ლიზინგის საწყისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმღები არ იხდის ლიზინგის საზღაურს. =საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1
შეცვლა
მიღებული სტანდარტების ან ტექნიკური პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, იმავე რაოდენობის ანალოგიური ან თვისობრივად მსგავსი მატერიალური More…
შველა
განსაცდელში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევა. =საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, 2000 წლის 29 სექტემბერი, More…
შვილობილად აყვანა
ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9