D F I

სა სე სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
selected terms: 493 page 24 of 25
სპეციალიზებული მაუწყებლობა
ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. =საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები
ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი. =საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების More…
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ქონებაში (ობიექტში) ცვლილებების შეტანამდე, ამ ქონების (ობიექტის) ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვს More…
სპეციალური კონტროლი
საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალურ ბრუნვაზე დაწესებული განსაკუთრებული კონტროლი. =საქართველოს კანონი „ნარკოტიკული More…
სპეციალური ლიცენზია
უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების More…
სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი
ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი. More…
სპეციალური ტრანსფერი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე კონკრეტული კაპიტალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად More…
სპეციალური შემოწმება
სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამხმარე და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სასაზღვრო რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. More…
სპეციფიკური ვალდებულება
მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება. More…
სპონსორობა
პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით. More…
სპოტური ოპერაცია
ნაღდი სავალუტო ოპერაცია ან სხვა სახის გარიგების სწრაფი ანგარიშსწორება დაუყოვნებლად. =საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75
სრული პროფესორი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. =საქართველოს More…
სრულმეტრაჟიანი ფილმი
52 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფილმი =საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 2000 წლის 5 დეკემბერი, მუხლი 4
სრულყოფილი განცხადება
ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლისათვის თვალსაჩინოს ხდის სურსათისა და თამბაქოს ხარისხის მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობას. =საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს More…
სტაბილურობა
მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ჯიშის ძირითადი ნიშანთვისებები. =საქართველოს კანონი More…
სტანდარტების ინტერპრეტაცია
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დებულებებისა და ტერმინების გაგების მიზნით შემუშავებული ახსნა-განმარტებები. =საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების More…
სტანდარტი
უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს More…
სტანდარტული კონტრაქტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებით განსაზღვრული კონტრაქტის სტანდარტული პირობები. =საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 More…
სტანდარტული საქონელი
ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განუსაზღვრელი მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას More…
სტაციონარული საფუტკრე
საფუტკრე, რომელსაც არ უცვლიან სადგომ ადგილს. =საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9