D F I

ტა ტე ტვ ტი ტრ ტუ ტყ
selected terms: 61 page 3 of 4
ტრასტი
ნდობითი ფუნქცია. =საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1
ტრაფიკი
ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში. =საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2
ტურაგენტი
იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2
ტური
კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, More…
ტურიზმი
ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით. More…
ტურისტი
პირი რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არაუმეტეს ერთი წლისა - უწყვეტად, და More…
ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია
ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2
ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი)
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2
ტურისტული ლაშქრობა
დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) More…
ტურისტული მოგზაურობა
ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2
ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი)
ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი More…
ტურისტული რესურსები
ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის More…
ტურისტული საგზური (ვაუჩერი)
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, More…
ტურისტული საქმიანობა
ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, More…
ტუროპერატორი
იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, More…
ტყე
გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და More…
ტყეთმოწყობა
სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი. =საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5
ტყეკაფი
საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები. =საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 More…
ტყითმოსარგებლე
საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას. =საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5
ტყის კულტურები
თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები. =საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9