D F I

selected terms: 2,075 page 5 of 104
ანალიზის შედეგი
ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება თესლის (სარგავი მასალის) ხარისხის განსაზღვრისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი. =საქართველოს კანონი „სასოფლო–სამეურნეო More…
ანგარიშვალდებული საწარმო
ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო. =საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
ანგარიშის მფლობელი ბანკი
ნებისმიერი ბანკი, რომელსაც ანგარიში აქვს ეროვნული ბანკის დავთრებში. =საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75
ანთროპოგენური ზემოქმედება
ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რასაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი More…
ანტიდოტები
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი. =საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, 1998 წლის 25 More…
არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება
ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას. =საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12
არაგადამდებ სნეულებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები
პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების, მათ შორის, ქირურგიული, კოსმეტიკური, გინეკოლოგიური და სხვა სპეციალური ოპერაციების, ერთობლიობა. =საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, More…
არადისკრიმინაციულობა
გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება. =საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების More…
არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი
საქონელი, რომლის წარმოება, იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული (სპეციფიკური), განსაკუთრებული პირობებით. =საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, More…
არაკონკურენტული გარემო
სასაქონლო ბაზრები, სადაც შესაძლებელია კონკურენციის არსებობა, მაგრამ იგი შეზღუდული ან/და აკრძალულია სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ. =საქართველოს კანონი More…
არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი More…
არამაგისტრალური მილსადენი
მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები. =საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის More…
არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი
ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის More…
არამატერიალური აქტივი
ფიზიკური ფორმის არმქონე იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და More…
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტრადიციულ More…
არაორგანიზებული ტურისტი
ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე. =საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2
არაპირდაპირი გადასახადი
გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის More…
არაპირდაპირი დაშვება
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან More…
არაპირდაპირი მონაწილეობა
კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით. =საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1
არარეგულარული (ჩარტერული) ერთჯერადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება განრიგის გარეშე და რომლის ყოველი რეისი მოითხოვს შესაბამის ნებართვას ფრენების დაგეგმვისათვის. =საქართველოს კანონი „სამოქალაქო More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9