D F I

selected terms: 2,075 page 96 of 104
ფსიქოტროპული ნივთიერება
ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული More…
ფუტკრის ამანათნაყარი
ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ ამანათყუთში. =საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3
ფუტკრის ბუნებრივი ნაყარი
ფუტკრის ოჯახის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად გამოეყო ოჯახს. =საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3
ფუტკრის ოჯახი
ბიოლოგიური და სამეურნეო ერთეული, რომელიც წარმოდგენილია მუშა ფუტკრებით, ერთი განაყოფიერებული დედა ფუტკრით, მამრი ფუტკრებით, ფიჭითა და საკვები თაფლის გარკვეული ოდენობით წლის დროის მიხედვით. More…
ფუტკრის პოპულაცია
გარკვეულ არეალში გავრცელებული ფუტკრის ჯიშის ნაწილი. =საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3
ფუტკრის პროდუქტების მწარმოებელი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ფუტკრის ოჯახები და აწარმოებს ფუტკრის სასაქონლო პროდუქციას. =საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3
ფუტკრის პროდუქცია
ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია, კვერცხი, თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი, შხამი და მისი კომპონენტები, ყვავილის მტვერი. =საქართველოს კანონი More…
ფუტკრის სანაშენე პროდუქცია
ფუტკრის ჯიშის აღწარმოებისათვის განკუთვნილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია და კვერცხი. More…
ქალაქთმშენებლობა
ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათ შორის, სასოფლო დასახლებათა) ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და More…
ქალაქთმშენებლობითი კადასტრი (მრავალმიზნობრივი კადასტრი)
საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების მონაცემებს, ინფორმაციას სოციალური, სატრანსპორტო, საინჟინრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის, More…
ქარხანა
ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა. =საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1
ქველიზინგი
მიმღების მიერ მესამე პირისათვის ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების გადაცემა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. =საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, 2002 More…
ქვემენარდე
იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ხელშეკრულებით დაკავშირებულია მენარდესთან სამუშაოს გარკვეული ნაწილის შესრულებაზე და რომელსაც მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის More…
ქვეტყე
მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს. =საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, More…
ქიმიური მელიორაცია
თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება. =საქართველოს კანონი „ნიადაგების More…
ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა
ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი. =საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 3
ქმედობაუნარიანობა
თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი. =საქართველოს კანონი „სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, More…
ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა
ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი More…
ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი
ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე. =საქართველოს კანონი „სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, 2001 წლის 7 დეკემბერი, მუხლი 3
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება. =საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2 ◊ ყველა More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9