D F I

და დე დი დო დრ
დაბ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაჩ დაც დაწ დაჭ დახ
selected terms: 24 page 1 of 2
დამამზადებელი
რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე. =საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 More…
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა
ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად. =საქართველოს კანონი „ზოგადი More…
დამატებითი რეისი
ავიაგადამზიდველის მიერ შესრულებული არარეგულარული ერთჯერადი რეისი იმ საჰაერო ხაზზე, რომლის რეგულარული ექსპლუატაციის უფლებაც მას ლიცენზიით აქვს მინიჭებული. =საქართველოს კანონი More…
დამატებითი საკვები
ნებისმიერი საკვები, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვის კვებისათვის, როგორც ქალის რძის ან ბავშვთა საკვები ფორმულის დამატება, როცა ამ უკანასკნელთაგან More…
დამატებითი საფასური
გადაყვანაგადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში. =საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 More…
დამზღვევი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. =საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2
დამკვეთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მენაშენისაგან ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ ან მეწარმე More…
დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოება
საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესში როგორც ნედლეულის (მასალის), ისე More…
დამლაშებული ნიადაგი
წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას. =საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“, 1994 წლის 12 მაისი, მუხლი 11
დამოუკიდებელი ბროკერი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სავაჭრო შუამავლობას ეწევა სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებით, მოქმედებს More…
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, More…
დამოუკიდებელი პროგრამა
პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და ლიცენზიის მფლობელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება. =საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა
უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს More…
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. =საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5
დამოუკიდებლობა
როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიონერის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი More…
დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი)
ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით) ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (კონტრაქტი) შრომითი More…
დამსწრე
ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი. =საქართველოს კანონი More…
დამტკიცებული პროსპექტი
ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ. =საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
დამფრახტავი
გემის დამქირავებელი. =საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი – „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო More…
დამცავი ზონა
რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა. More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9