D F I

და დე დი დო დრ
დივ დილ დიპ დის
selected terms: 20 page 1 of 1
დივიდენდი
მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის (სამეურნეო წლების) შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას More…
დილერი
შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით. =საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, More…
დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი
სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროპულ და More…
დიპლომატიური თანამდებობის პირი
დიპლომატიურ სამსახურში შტატით გათვალისწინებულ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი. =საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
დიპლომატიური რანგი
დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი. =საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
დიპლომატიური სამსახური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ. =საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2
დიპლომატიური წარმომადგენლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს. More…
დიპლომი
სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მცენარის ჯიში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სახელმწიფო რეესტრში. =საქართველოს კანონი More…
დიპლომირებული მედიკოსი (ვეტერინარი)
მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა More…
დიპლომირებული სპეციალისტი
პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია More…
დიპლომის დანართი
დოკუმენტი, რომელსაც გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომთან ერთად სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული More…
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)
დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება. =საქართველოს კანონი More…
დისერტაცია
სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. =საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2
დისკონტი
თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას. =საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75
დისკრეციული უფლებამოსილება
უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან More…
დისკრიმინაციული ბარიერი
სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საკუთრების ფორმის, რეზიდენტობის ან სხვა, ცალკე აღებული კრიტერიუმების მიხედვით, ეკონომიკური აგენტისათვის დაუსაბუთებელი, More…
დისტრიბუტორი
პირი (მათ შორის, რეალიზატორი), რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი More…
დისციპლინური გადაცდომა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა. =საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2
დისციპლინური დევნა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. =საქართველოს More…
დისციპლინური სახდელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა. =საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2005 More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9