D F I

თა თე თვ
თავ თამ თან
selected terms: 17 page 1 of 1
თავდაპირველი მცხოვრები
პირი, რომელსაც ჰქონდა ბინადრობის უფლება თავდაპირველ საცხოვრებელში. =საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა More…
თავდაპირველი საცხოვრებელი
იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი, სადაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება დატოვების მომენტში. =საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად More…
თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები
ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი. =საქართველოს კანონი More…
თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები
ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. =საქართველოს კანონი „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“, 2006 წლის 28 აპრილი, მუხლი 3
თავდებობა
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების წინაშე იმ საწარმოს თავდებად დადგომა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების More…
თავის ტვინის სიკვდილი
სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა. =საქართველოს More…
თავისუფალი პროფესიის ადამიანი
გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პრაქტიკულ ან ინტელექტუალურ მომსახურებას. More…
თავშესაფარი
სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით. =საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, More…
თამასუქი
ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება More…
თამბაქოს ინდუსტრია
თამბაქოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი. =საქართველოს კანონი „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2
თამბაქოს მოწევა
თამბაქოს პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა. =საქართველოს კანონი „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2
თამბაქოს ნაწარმი
ნედლი თამბაქოსაგან ან მისი გამოყენებით დამზადებული და მოსაწევად, საღეჭად ან საყნოსად განკუთვნილი ნაწარმი; თამბაქოს ნაწარმის ცნება მოიცავს სიგარეტის ქაღალდს, ხელოვნურ გარსს და თამბაქოს More…
თამბაქოს პროდუქცია
თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა) More…
თანალოკაცია
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის More…
თანამგზავრული მაუწყებლობა
ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა. =საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2
თანამდებობის პირი
პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, More…
თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი)
ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9