D F I

წა წე წი წლ წმ წყ
selected terms: 28 page 1 of 2
წამალი (სამკურნალწამლო საშუალება, მედიკამენტი)
ის ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია ფარმაცევტული პრეპარატის სახით, რომელიც გამოიყენება ფიზიოლოგიური სისტემის გამოსაკვლევად, ადამიანისა და ცხოველის რეპროდუქციული ფუნქციის More…
წამლის კლინიკური კვლევა (გამოცდა, გამოკვლევა)
ფარმაკოლოგიური საშუალების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლა არასასურველი რეაქციების დადგენის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის შეფასების მიზნით. =საქართველოს კანონი „წამლისა და More…
წამლის მომზადება
აფთიაქში მაგისტრალური ან ოფიციალური რეცეპტის საფუძველზე სამკურნალო საშუალებისათვის წამლის ფორმის მიცემა. =საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997 წლის More…
წამლის წარმოება
საწარმოში სათანადო სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით წამლის სერიულად გამოშვება. =საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997 წლის 17 აპრილი, მუხლი 11
წარმოების ნარჩენები
მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად. =საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების More…
წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები
პროცესის ყოველი ეტაპი სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, ბაზარზე განთავსებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით. More…
წარმომადგენელთა საბჭო (სენატი)
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო. =საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2
წარმომადგენელი
უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ. =საქართველოს კანონი „ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით More…
წარმომადგენლობა
საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ. =საქართველოს კანონი „ყოფილი სსრკის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით More…
წარმომადგენლობითი ხარჯი
პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, More…
წარმოშობის სახელმწიფო
სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი. =საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ More…
წელი (გარდა კალენდარული წლისა)
დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან. =საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12
წერილობითი ფორმა
კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა. =საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
წესების შეუსაბამო მიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება, ფართობი ან ზომები არ შეესაბამება მოცემული უფლებრივი ზონის მოთხოვნებს. =საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების More…
წიაღი
მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის More…
წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები
ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით More…
წილობრივი ფასიანი ქაღალდი
ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში. =საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
წინასაარჩევნო აგიტაცია
საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. =საქართველოს კანონი „საქართველოს საარჩევნო More…
წინასაარჩევნო კამპანია
საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. =საქართველოს კანონი „საქართველოს More…
წინასაარჩევნო რეკლამა
რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას. More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9