D F I

უზ უი უკ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უძ უწ უხ
selected terms: 50 page 1 of 3
უზრუნველყოფილი კრედიტორი
კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით. More…
უიმედო სესხი
სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად. More…
უკანონო შემოსავალი
პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ More…
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა More…
უკმარტვირთი
სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი. =საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2
უმაღლესი განათლება
სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით. More…
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი სასწავლოსამეცნიერო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების More…
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა
საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან. =საქართველოს კანონი More…
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს More…
უმაღლესი საზღვაო განათლება
უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში ოთხწლიანი თეორიული მომზადების აღიარებული კურსი, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა განათლების დიპლომი, რომელიც იძლევა გემზე მართვის დონის თანამდებობის დაკავების More…
უმცროსი ექიმი
თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას More…
უმცროსი ვეტერინარი სპეციალისტი (ვეტერინარი ტექნიკოსი – ვეტერინარი ფერშალი)
კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირი, რომელიც კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით ასრულებს More…
უმწეო მდგომარეობა
მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც More…
უნივერსიტეტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. =საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების More…
უპგ ქულების ტიპები
ქულების ტიპებად კლასიფიცირება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობის მიხედვით. =საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, More…
ურბანული ქსოვილი
ქალაქთმშენებლობითი სტრუქტურების, მათ შორის, ქუჩათა ქსელის, მოედნების, ბაღების, შენობა-ნაგებობების, ეზოების ან საინჟინრო კომუნიკაციების ერთობლიობა. =საქართველოს კანონი „კულტურული More…
ურთიერთდამოკიდებულება
ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის More…
ურთიერთოპერაბელურობა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმართვადობა. =საქართველოს More…
ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები
სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი More…
ურთიერთშენაცვლებადი საქონელი
საქონელი ან საქონელთა ჯგუფი, რომელიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ცვლის სხვა საქონელს ან საქონელთა ჯგუფს. =საქართველოს კანონი More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9