selected terms: 1,381 page 1 of 70
"სოლინგი"
საერთაშორისო კლასის კილიანი სარბოლი სპორტული იახტა, დააპროექტა ნორვეგიელმა კონსტრუქტორმა იან ლინგემ 1960 წ. ეკიპაჟი 3 კაცი. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე More…
ააკი
(aak) 1 ან 2 ანძიანი იალქნიანი სატვირთო გემი ბარჟის ტიპისა სანაპირო და სამდინარო ცურვისთვის ნიდერლანდში. გამოიყენებოდა შუა საუკუნეებიდან XIXს-მდე მდინარე რაინის მეღვინეობის მხარეებიდან More…
აალბოტი
(aal boot) ერთანძიანი იალქნიანი ნავი, გამოიყენებოდა ნიდერლანდში გველთევზას საჭერად კონუსური ფორმის ბადეებით. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] More…
აბაზა
(abazá – აფხაზი) შავ ზღვაზე და დუნაის ქვედა წელზე აღმოსავლეთის ან ჩრდილო-აღმოსავლეთის სასტიკი ქარის დასახელება, რომელიც აფხაზეთის მხრიდან უბერავს. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო More…
აბანდონი
(Abandon – დატოვება) გემის ან ტვირთის მეპატრონის უარი დაზღვეულ გემზე ან ტვირთზე დამზღვევი ორგანიზაციის სასარგებლოდ. დამზღვევი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში დაზარალებულს უხდის სრულ სადაზღვევო More…
აბისალი
(άβυσσος – უძირო) ოკეანის უდიდესი სიღრმეების ზონები, 2000 მ და მეტი სიღრმისა, რომელთაც მსოფლიო ოკეანის ფართობის 3/4 უჭირავს. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე More…
აბისალური დაბლობი
ოკეანის ფსკერის ბრტყელი, თითქმის ჰორიზონტალური, 0,001–0,0001 დახრილობის უბანი, გაშლილი ასობით მილზე. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / More…
აბლაცია
(ablatio – გამოკლება, წაღება) მყინვარის ან თოვლის საფარის მასის შემცირება გადნობის, აორთქლების ან მექანიკური მოშორების (აისბერგების განცალკევება, ქარისმიერი წაღება და ა. შ.) შედეგად. More…
აბორდაჟი
(abordage - bord გემის ბორტი) საზღვაო ბრძოლის ხერხი ნიჩბიანი და იალქნიანი ფლოტების ეპოქაში, ხომალდების მჭიდროდ მიახლოება მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ხელჩართული შეტაკებით. XIXს-მდე More…
აბრაზია
(abrasio – ჩამოფხეკა) ტალღებისა და დინებების მიერ ზღვის, ტბისა და წყალსაცავის ნაპირის დაშლა და წყალში ჩატანა. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] More…
აბჰალდირი
(abhalder შეკავება) კავის ფორმის ერთი ბოლოს მქონე ლითონის სპეციალური წნელი საღუზე ყუთში ღუზის ჯაჭვის ხელით ჩასაწყობად. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და More…
აგებოტი
(aggeboot, agger – მოქცევა და boot – ნავი) მცირე ღია ნავი ზღვის ხამანწკების საჭერად ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და More…
აგონა
(α–უარყოფის თავსართი და γωνία – კუთხე) ხაზი, რომელიც რაიმე კუთხის (მაგ., მაგნიტური დახრილობის) ნულოვან მნიშვნელობებს შეესაბამება. აგონა არის იზოგონის კერძო შემთხვევა. See also: იზოგონა More…
ადვეკცია
(advectio – მიტანა) წყლების ჰორიზონტალური გადაადგილება, რაც იწვევს სითბოს, მარილების და ა.შ. გადატანას. =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / More…
ადმირალი
(admiraal; amir al baxr – ზღვის მფლობელი) სამხედრო ფლოტებში ოფიცერთა უმაღლესი შემადგენლობის სამხედრო წოდება (ჩინი). =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და More…
ადმირალის დროშა
(ისტ.), სპეციალური დროშა, რომელიც ენიჭებოდა ადმირლის წოდების ჩინებს, ფლოტის, ესკდრის და ა.შ. სარდლებს. ანძის სტენგზე აღმართული ეს დროშა აღნიშნავდა ადმირლის წოდების მქონე თანამდებობის პირის More…
ადმირალის ხომალდი
(ისტ.), ხომალდი, რომელზეც იმყოფებოდა და თავის დროშას ატარებდა ადმირალი–ფლაგმანი (საფლაგმანო ხომალდი). =ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / More…
ადსორბცია
(ლათ. ad–ზე და sorbeo – ვშთანთქავ) ზღვის გაჭუჭყიანებასთან ბრძოლის ერთერთი ხერხი. წყლის გარემოდან გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების შთანთქმა მყარი სხეულის – ადსორბენტის ზედაპირით. More…
აერაცია
(άήρ–ჰაერი) წყლის გაჯერება ჰაერის ჟანგბადით. გამოიყენება გუბურებში თევზის გასამრავლებლად, აგრეთვე წყლის ბიოლოგიური გაწმენდის ნაგებობებში ◊ ატმოსფერული ჰაერის შეჭრა წყლის More…
აეროდრომი, მცურავი აეროდრომი
(άήρ–ჰაერი და δρόμος– რბოლა, გზა) მცურავი ნაგებობების კომპლექსი ან მოწყობილი ყინულოვანი ველი აკვატორიაზე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლებისა და საჰაერო ფრენების უზრუნველმყოფი სამსახურების More…
საზღვაო ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9