selected terms: 766 page 3 of 39
ასურეთი
ძველ ქართულ წყაროებში ასურეთი გულისხმობს ქრისტიანული ხანის სირიას, რომელიც 431 წლის ეფესოს კრების შემდეგ კონფესიური თვალსაზრისით ორ ნაწილად გაიყო – მონოფიზიტურად და ნესტორიანულად (არსენი More…
აფთარტოდოკეტები
(ἂφϴαρτοϛ უხრწნელი; δοκέω მგონია მივიჩნევ) მონოფიზიტი ივლიანე ჰალიკარნასელის (VI ს.) მიმდევართა სწავლებით, ხორცი უფლისა არა მხოლოდ აღდგომის შემდეგ გახდა უხრწნელი (უვნებელი), არამედ More…
აღდგომა მკვდართა
„ყოველთავე შევისუენოთ და აღვდგეთ ამით ჴორცითა და ამით სულითა, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან მოიპოვოს, რაჲცა ვინ ქმნა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის More…
აღდგომა ქრისტესი
«ჴორცი და სული ყოველივე მისი კაცებისაჲ ღმრთეებრ იყო, რამეთუ აღჴდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა დიდებითა, არა თჳნიერ წმიდათა მათ ჴორცთასა, არამედ შთაეცვალა სულიერად, რამეთუ სრულ იყო და More…
აღდგომის მსახურების წესი
„მწუხრი შაბათსა, განთიად ერთშაბათისა მის, რომელ არს კჳრიაკე, მწუხრითგან შუაღამემდის იღჳძებდით და ილოცევდით და აღდგომასა მას უფლისასა შეწირეთ მსხუერპლი იგი უსისხლოდ, ვითარცა თავადმან ბრძანა, More…
აღვირთმპყრობელი ცნობიერება
"სიტყუაჲ გაქუნდინ აღჳრთმპყრობელად გულისწყრომისა და გულისთქუმისა, რამეთუ პირუტყუებასა ზედა ბუნებით ჰმსთავრობს სიტყჳერი. საღმრთოჲთა შჯულითა მავალობდ სანთლის სახედ ძღუანებული საქმეთა More…
აღთქმა გრიგოლისი
სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლის მიერ კესარიის ეკლესიისათვის დადებული აღთქმის შესახებ ერთხმად მოწმობენ ქალკედონური პოლემიკური თხზულებები. აღთქმის მიხედვით, გრიგოლის კურთხევასთან ერთად More…
აღმართება პატიოსნისა ჯვარისა მცხეთას
«მას ღამესა ჩუენებით დაადგრა ანგელოზი უფლისაჲ მირიან მეფესა და უჩუენა მას ბორცჳ ერთი არაგუსა წყალსა ზედა წიაღ კერძო, მახლობელად მცხეთასა... და აღემართა ნიში ჯუარისაჲ ქართლს შინა... და More…
აღსარება სარწმუნოებისა VI მსოფლიო კრებისა
(დიოთელიტური დოგმატი) – „აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს More…
აღსარება სარწმუნოებისა ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრებათა
„გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისაჲ მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს More…
აღსარება სარწმუნოებისა ქალკედონის კრებისა
(ქრისტოლოგიური დოგმატი) – „შედგომილნი უკუე წმიდათა მამათანი, ერთად და იგივედ ძედ აღსარებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ერთჴმობით ვასწავებთ ყოველნი სრულად ღმრთეებითა მასვე და სრულად More…
აღსარება სარწმუნოებისა ღირ. მაქსიმე აღმსარებელისა
„მრწამს ერთი ღმერთი მამაჲ უშობელი, და ერთი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი, და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხჳთა და თჳთებითა მით More…
აღსარება სარწმუნოებისა წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედისა
„ერთი არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და ხატისა სამარადისოჲსა. სრული სრულისა მშობელი, მამაჲ ძისა მხოლოდ შობილისაჲ. ერთი უფალი, მხოლოჲ მხოლოჲსაგან, More…
აღსარება სარწმუნოებისა წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა
„გურწამს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, სამებაჲ განუყოფელი და შეურწყუმელი, დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი ერთარსებაჲ არს და ერთი ბუნებაჲ და სამგუამოვნებაჲ More…
აღსასრული
„განცხადებულ არიან წინაშე ღმრთისა აღსასრული ყოვლისაჲ. და უწყის, რაჟამს წეს არს აღსასრული. და რამეთუ წარსლვად არს შუენიერებაჲ ამის სოფლისაჲ, და არა თუ სოფელი, და განახლებად არიან More…
ახალი ისრაელი
„ახალი ესე ისრაჱლი, რომელ არს მართლმადიდებელთა ერი“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. More…
ახალი სჯული
„სულმან წმიდამან ნებითა მამისა და ძისაჲთა ახალი რჩული კათოლიკე ეკლესიასა შინა დაამტკიცა და განმათავისუფლნა ჩუენ ძნიადისა სატჳრთავისა მისგან – ძუელისა შჯულისა ტჳრთისა“ (კლარჯული მრავალთავი, More…
ახალი ცა – ღმრთისმშობელი
„მოწყალე ექმნა ღმერთი ხრწნილებასა და უბადრუკებასა ჩუენსა, რაჲთა არა მიეცეს სრულიადსა არაარსებასა და უჩინო-ყოფასა საქმე იგი ჴელთა მისთაჲ, რომელ არს კაცი. ამისთჳსცა სხუაჲ ახალი ცაჲ More…
ბალარჯი
ხმიადი, უფუარი პური. დიოფიზიტებისთვის საზიარებელი პური საფუარიანია და ქრისტეს ორ ბუნებაზე მიუთითებს. უსაფუარო პურს მონოფიზიტები იყენებენ და იგი ქრისტეს ღმრთეებრივ ბუნებას აღნიშნავს (არსენი More…
ბარლაამ კალაბრიელი (XIV ს.)
სწავლული ბერი, რომელმაც ბიზანტიაში თაბორის ნათელის შესახებ დავა წამოიწყო. ბარლაამი წმ. გრიგოლ პალამასა და წმ. გარდამოცემის საწინააღმდეგოდ თვლიდა, რომ ღმერთში არსისა და ენერგიის განსხვავება More…
საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9