1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

selected terms: 6,386 page 301 of 320
შუშის ჭერი
სტერეოტიპებიდან, ან კომპანიის ორგანიზაციული კულტურიდან გამომდინარე შეუმჩნეველი (ანუ არაფორმალური მიზეზებიდან გამომდინარე) ბარიერები, რომელიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის ქალების დაწინაურებას. More…
ჩაგვრა
(oppression) სოციალური გარიყულობის აღმნიშვნელი ტერმინი, ასოცირებული მაქრსიზმთან, ფემინიზმთან და გეი განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. ამ მოძრაობებში ჩაგვრა აღნიშნავს ძალაუფლების გამოყენებას More…
ჩაკეტილი
(closeted) ლგბტქ ადამიანი, რომელიც არ ამხელს თავის სექსუალურ ორიენტაციას და/ან გენდერულ იდენტობას. =შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო More…
ჩამომსვლელთა ტურიზმი
უცხოელ ვიზიტორთა ტურიზმი მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრებში. =ანგარიში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ: - თბ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია; More…
ჩაპელა
ბასკური ქუდი, სხვები რომ ბერეტსაც უწოდებენ და ასეთი ქუდის გარეშე, არავის უნახავს ერნესტო ჩე გევარა, რომელიც სანახევროდ ბასკი იყო და ბასკები კი ამბობენ, რომ თუ კაცი ხარ, თავზე ქუდიც უნდა More…
ჩარევა
ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი სახის პროცედურასა თუ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მიმდინარე პროცესის შეწყვეტის მასში ჩარევისა და/ან მისი შეცვლის მიზნით. =ეროვნებათშორისი More…
ჩარშამა სორი
რელიგიური დღესასწაული – (წითელი ოთხშაბათი). ეზიდთა რწმენით, აპრილისთვის მიწა მოხნული და გამზადებული უნდა იყოს დასათესად. ახალგაზრდები გადიან მინდორში, კრეფენ აპრილის წითელ ყვავილებსა და More…
ჩარჩო
კონტექსტი, რომელშიც აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენასა და სიტუაციას. =ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2008 №7 (16) ივლისი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
1993 წელს ვენაში ჩატარდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვვედრა, რომლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს 1994 წელს მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა More…
ჩასც
ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი - შეიქმნა 1991 წლის დეკემბერში. ფორუმი, სადაც ნატო და მისი ახალი პარტნიორი ქვეყნები საერთო პრობლემებს განიხილავენ. =უსაფრთხოება პარტნიორობის More…
ჩეკლისტები
სიტყვა-სიტყვით თარგმანში არის აღნიშვნის ფურცელი. ეს არის ფორმა, რომელიც აერთიანებს დებულებების, ქცევების თუ ამოცანების ჩამონათვალს. ამ ფორმაში გამოყოფიალია სათანადო აღნიშვნის გრაფა, სადაც More…
ჩემი სახლი
საპრეზიდენტო პროგრამა რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დე-ფაქტო არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების დაცვას. =ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა More…
ჩეჩნები
(108 ათასი) ძირითადად ცხოვრობენ ხასავიურთის, ბაბაიურთისა და კაზბეკოვის რაიონებში. ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო ჩეჩნების რაოდენობა დაღესტანში, ჩეჩნეთიდან More…
ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი
ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათის შეიარაღებული ფორმირება (,,ჯამა ალ-ისლამი”), რომელიც ცნობილია, როგორც ,,კავკასიის ისლამური არმია”, ,,მუსლიმანური კავკასიის არმია”, ,,ურუს-მარტანის ჯამაათი”, More…
ჩეხები
ჩეხეთის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ცხოვრობენ აგრეთვე ავსტრიაში, კანადაში, აშშ-ში და სხვ. ლაპარაკობენ ჩეხურ ენაზე, რომელიც დასავლური სლავური ცნების ჯგუფს განეკუთვნება.საქართველოს More…
ჩვევა
პიროვნების უნარი კარგად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ. განასხვავებენ შემდეგი სახის ჩვევებს: More…
ჩვენება
სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დგინდება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ჩვენებას იძლევიან More…
ჩვენების ძალდაუტანლობა
ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით More…
ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადი
მუდმივმოქმედი გადასახადი, რომლის მოქმედებაც დროებით ჩერდება სეზონური და განსაკუთრებული გადასახადების გამოყენების პერიოდში. =როგორ გადავკვეთოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი: More…
ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი
გამოითვლება 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობის შეფარდებით ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობასთან (გამოისახება პრომილეებში). =ქალი და კაცი საქართველოში: სტატ. More…
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9