1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სქე სქი სქო
selected terms: 13 page 1 of 1
სქემატური აზროვნება
ნიშნავს, რომ ადამიანს აღზრდისა და განათლების პროცესში ეძლევა სხვადასხვა სქემა, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს სხვა ადამიანების შესახებ წარმოდგენის შექმნის, მოქმედების, აზროვნების პროცესში. More…
სქესი
ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც „ბიოლოგიურ ან ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, მაშინ როცა გენდერი გულისხმობს „მამრთა და მდედრთა შორის არსებულ More…
სქესი/გენდერი
(sex/gender) ეს ტერმინი გამოხატავს იმის აღიარებას, რომ მეინსტრიმ აზროვნებაში შეუძლებელია სქესის და გენდერის ცნებების თეორიულად განცალკევება, რამდენადაც ისინი ერთმანეთშია გადახლართული. More…
სქესის კვლავმინიჭება
(gender reassignment) ერთი სქესიდან მეორე სქესზე გადასვლის ქირურგიული და ჰორმონული პროცესი. =შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო More…
სქესის ნიშნით დისკრიმინაცია
ხდება მაშინ, როდესაც პირის მიმართ მოპყრობა განსხვავდება მხოლოდ სქესისა და მამაკაცთა და ქალთა მახასიათებლების საფუძველზე, რასაც არ შეიძლება ობიექტური გამართლება ჰქონდეს. =საქართველოს More…
სქესის შეცვლის ოპერაცია
(sex change surgery) ქირურგიული პროცედურების ნაკრები, რომლის მეშვეობითაც ტრანსსექსუალი ადამიანები აღწევენ მათთვის სასურველ სქესთან შესაბამის სხეულებრივ გარეგნობას. =შესავალი ლგბტ More…
სქესობრივ-როლური იდეოლოგია
განსაზღვრავს სქესებს შორის ადეკვატურ განწყობებს და ვარირებს ტრადიციული ანტიფემინისტური მიდგომიდან, რომელიც მამაკაცის სქესის დომინირებას გულისხმობს, თანამედროვე ანუ ეგელიტარულ მიდგომამდე, More…
სქესობრივი მომწიფების დროებითი შეფერხება
(სქესობრივი განვითარების დაგვიანების სახით) ხშირად დაკავშირებულია გადატანილ რაქიტთან, არასრულფასოვან კვებასთან და სხვ. სქესობრივი განვითარების უფრო მყარი დარღვევები გამოწვეულია ჰიპოფიზის, More…
სქესობრივი მომწიფების პერიოდი
(პებერტატული პერიოდი) ახასიათებს ჰორმონების დღეღამური რიტმულობის ჩამოყალიბება, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის ბიოლოგიური საათის სამივე რგოლის (ჰიპოთალამური, ჰომეოსტაზური, პერიფერიული) More…
სქესობრივი მორალი
ზნეობრივი ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყველა მხარეს. წარმოადგენს კონკრეტული საზოგადოების ზნეობრივი ღირებულებების სისტემის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს More…
სქესობრივი სტრატიფიკაცია
სქესობრივ როლთა იერარქიულად ორგანიზებულi სისტემა. =სურმანიძე ლალი, ქალის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი, – [ეგენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის More…
სქესობრივი ძალადობა
არასასურველი შეხება, ბინძური სიტყვები, სექსის დაძალება, იმის არგაგონება, რომ გეუბნებიან „არა“-ს, გაუპატიურება, ვინმეს დაფეხმძიმება მისი ნების გარეშე. =ბერიკაშვილი ნანა, რა არის More…
სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედება
განეკუთვნება მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული More…
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9