selected terms: 237 page 1 of 12
აბსტრაქტული ხელოვნება
XX ს-ის დასაწყისში წარმოშობილი მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში, რომელიც უარყოფს გარესამყაროს რეალურ ასახვას, საგნებსა და მოვლენებს გადმოსცემს განყენებული ელემენტების (გეომეტრიული ფიგურა, More…
ადაჟიო
1. მუსიკალური ნაწარმოების მშვიდი, ნელი ტემპი; 2. ნელი, ლირიკული, მღერადი ნაწილი საბალეტო ცეკვაში ან მუსიკალურ ნაწარმოებში. Synonym: ადაჯო =ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
ავანგარდიზმი
(avant-gardisme) "მეწინავე რაზმი" მიმდინარეობა ხელოვნებაში (XX ს-ის 10-იანი წლებიდან), რომლის წარმომადგენლებიც უარყოფენ ტრადიციული კულტურის მიღწევებს, მიისწრაფვიან ახალი, ჯერ More…
ავე მარია
(Ave Maria) მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კათოლიკური ჰიმნი, რომლის ტექსტიც, დამტკიცებული 1545 წლის საეკლესიო კრების მიერ, არ უნდა შეცვლილიყო. დაწყებული XIX ს-დან «ავე მარიას» უწოდებენ More…
ავლოსი
(aulos) ძველი ბერძნული სასულე საკრავი, რომელსაც იყენებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს, სამხედრო ლაშქრობებისას, ანტიკურ ტრაგედიაში. =ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
ავტოგრაფი
1. ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების ავტორისეული ხელნაწერი;2. წიგნზე ან ნახატზე ავტორის ხელით გაკეთებული წარწერა, მიძღვნა.
ავტოპორტრეტი
მხატვრის მიერ შექმნილი საკუთარი პორტრეტი. See also: პორტრეტი =ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
აკაპელა
(acapella) საგუნდო მუსიკა საკრავიერი თანხლების გარეშე. დამახასიათებელია ხალხური (მაგ., ქართული ხალხური სიმღერა) მუსიკისათვის, აგრეთვე მართლმადიდებლური საეკლესიო გალობისათვის.
აკვარელი
(aqua) "წყალი" 1. მცენარეულ წებოზე დამზადებული წყალში ხსნადი საღებავები; 2. ფერწერული ნამუშევრები, შესრულებული აკვარელის საღებავებით (აკვარელით). აკვარელს შუალედური ადგილი More…
აკვარელიათ
(aqua) "წყალი" 1. მცენარეულ წებოზე დამზადებული წყალში ხსნადი საღებავები; 2. ფერწერული ნამუშევრები, შესრულებული აკვარელის საღებავებით (აკვარელით). აკვარელს შუალედური ადგილი უკავია More…
აკომპანემენტი
(accompagnement) "თანხლება" რომელიმე საკრავზე ან ორკესტრის მიერ შესრულებული თანხლება, რომელიც ავსებს და ამდიდრებს წამყვან მელოდიას (ვოკალურს ან საკრავიერს).
ალეგორია
(allegoria) იგავი, არაკიმხატვრული ხერხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვაგვარ ზნეობრივ თვისებათა განსახიერება კონკრეტულ სახეებში. მაგ., ქალღმერთი თემიდა, რომელსაც ბერძენი და More…
ალეგრო
(allegro) 1. ცოცხალი, ჩქარი ტემპი; 2. ამ ტემპში დაწერილი მუსიკალური პიესა, რომელსაც არა აქვს სხვა სახელწოდება; 3. ჩქარი ნაწილი კლასიკურ ცეკვაში.
ალტი
1. ბავშვის ან ქალის დაბალი ხმა (იგივეა, რაც კონტრალტო); 2. გუნდში, ვოკალურ ანსამბლში ქალთა ან ბავშვთა დაბალი ხმებით შესრულებული პარტია; 3. ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი (XVI ს. იტალია), More…
ამარკორდი
(amarcord) იტალიის საკურორტო ქალაქ რიმინის დიალექტზე,სიტყვა "ამარკორდი" ნიშნავს "მე ვიხსენებ".
ანდანტე
(andante) "ნაბიჯით მიმავალი" 1. ზომიერად ნელი, მშვიდი და ამავე დროს მხნე ნაბიჯის შესაბამისი ტემპი; 2. მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნელი ნაწილის სახელწოდება.
ანიმალისტური ჟანრი
(animal) "ცხოველი"სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების გამოსახვასთან ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებაში, დეკორატიულ ხელოვნებაში. მხატვარს, რომელიც ძირითადად More…
ანონსი
(annonce) წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის ან კონცერტის შესახებ. შემოიღეს XVI ს-დან, უმთავრესად საფრანგეთის თეატრებში. ანონსი ეწოდებოდა სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლისადმი More…
ანსამბლი
(ensemble) "ერთად" მუს.1) მწყობრი, შეთანხმებული შესრულება; 2) შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ერთ მხატვრულ კოლექტივს; 3) შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული More…
ანტიკური ხელოვნება
(antique; antiquus) "ძველებური, ძველი"ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და More…
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9