selected terms: 6,123 page 2 of 307
აბოჩელიკეფს
მოუხერხებლად აკეთებს =რავა აბოჩელიკეფ ხელში საქმეს (რგანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 16.
აბრა
გამაწონასწორებელი საწონი =ბრუდი რო მოვა სასტორი, დოუდებენ კვერცხს, ქვას გასასტორებლად. აბრა არი ისი. ქალი რო არ ივარგეფს, მუუმატებენ მზითეფს. კაცი ამბოფს: ქალი ნაკლებია და მამეცი ბარგიო. More…
აბრალის
აბრალებს, ბრალს სდებს =ქეთო გეტყოდა: მარუსას აბრალიენაო (ტაბაკინი); მე რას მაბრალის? (განთიადი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. - გვ. 16.
აბრეშუნი
აბრეშუმის ჭია =ხან ვარ წველავათ, ხან მამვლელათ, ხან აბრეშუნი მამყავს ხოლმე (საღვინე); აბრეშუნი დავაჯინე (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. More…
აბრეშუნის წასვლა
აბრეშუმის ჭიის პარკად ქცევა =ცახში გეიკეთებენ ჭიები პარკეფს და ვიტყვით: „წევიდა აბრეშუნი“ (სანახშირე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. - გვ. 16.
აბროგინდება
ახმაურდება =ხალხი აბროგინდა უკვე (დილიკაური). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. - გვ. 16.
აბროლავეფს
ანიავებს, ბრესაგან – ბრელოსაგან წმენდს. =მანქანები ქეც მკის, ქეც აბროლავეფს, აქაც შემოიღებენ მაგას (ღარიხევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. More…
აბროსიალეფს
ატრიალებს, თავბრუს ახვევს =თვეში ერთხელ გამაბროსიალეფს (ბორითი). See also: ბრუსიალა =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 16.
აბუება
ათვალწუნება =ნუ იცი ადამიანის ასე აბუება (ზარანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 16.
აბუებული
ათვალწუნებული, აძულებული =ოჯახში ე გოგო აბუებულივით ყავდათ (ღარიხევი) =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 16.
აბურჭალეფს
ათამაშებს =დააჯინეთ და აბურჭალეთ ბოვში (განთიადი); აგერა აბურჭალეფს ე გელი მონადირის შვილს (პერევი). See also: ბურჭალი =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. More…
აბუშტოობა
დროის მონაკვეთი 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე =აბუშტოობას უძახიან დროს 15 კვირიკობისთვიდან 15 მარიამობისთვემდი როცა იამანი ჩთება (პერევი). See also: იამანი =ძოწენიძე, ქეთევან. More…
აბუჩალიკათ
აბუჩად =ქმარი ქე ჭირდებათ, შვილები ქე ჭირდებათ და დედამთილს ასე აბუჩალიკათ იგდებენ (განთიადი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აბუცავება
იგივეა, რაც აქირჩიმალება =ძროხამ იცის თავის აბუცავება (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აგაგაგაში ყოფნა
წვალებაში, საყვედურსა და ჯაგლაგში ყოფნა =მიტო ვიწვალე, რო ბოვშებმა აგაგაგაში არ იყონ (ჩიხა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აგალავს
ააცმევს გალას =თუთუნი აგალა (ხიდარი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აგალვა
(სახელი აგალავს, ზმნის მოქმედებისა) =ჩვენ ვიცით თუთუნის ფოთლების აგალვა (ხიდარი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აგერას
აგერ (იხმარება მთელს ზემო იმერეთში) =თელი დღე თავდება აგერას (უჩამეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
აგლინება
სისველეზე ფეხის დასხლტომა, დასრიალება =სისველეზე ახტება ფეხი, ამას აგლინება ქვია (ხიდარი). See also: აგალავს, გლინავს, ოუგლინდება, აგლუწინებული =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული More…
აგლუწინდება
იგივეა, რაც გლინავს, ოუგლინდება, See also: აგლინება =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – 22სმ. – გვ. 17.
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9