selected terms: 1,107 page 49 of 56
ქორწინება იურიდიული
(Legal marriage; Юридический брак) ქორწინება, რომელიც გაფორმებულია იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, სადაც იყო რეგისტრირებული. იგივეა, რაც რეგისტრირებული ქორწინება = დემოგრაფიის მოკლე More…
ქორწინება კონსენსუალური
(Consensual marriage; Консенсуальный брак) თავისუფალი (იურიდიულად გაუფორმებელი) კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც ატარებს ცოლ-ქმრული ურთიერთობის სახეს და ასეთად არის აღიარებული More…
ქორწინება კუზენური
(Cousinal marriage; Кузенный брак) ქორწინების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დამახასიათებელი იყო გვაროვნული წყობილებისა და ადრინდელი კლასობრივი საზოგადოებისათვის. განასხვავებენ კუზენური More…
ქორწინება მატრილოკალური
(Matrilocal marriage; Матрилокальный брак) ქორწინების ფორმა, როცა ქმარი საცხოვრებლად ცოლის თემში გადადიოდა. გავრცელებული იყო მატრიარქატის დროს. See also: მატრიარქატი = დემოგრაფიის More…
ქორწინება მონოლოკალური
(Monolocal marriage; Монолокальный брак) ქორწინება, რომლის დროსაც მეუღლეები შედიან შინამეურნეობის შემადგენლობაში. თანამედროვე ქორწინების ყველაზე გავრცელებული ტიპი. = დემოგრაფიის More…
ქორწინება მორგანატული
(Morganatic marriage; Морганатический брак) არათანაბარი ქორწინება, რომლის დროს ცოლზე არ ვრცელდება ქმრის წოდებრივი პრივილეგიები (ან პირიქით), ხოლო შვილებზე მამისა. = დემოგრაფიის More…
ქორწინება პატრილოკალური
(Patrilocal marriage; Патрилокальный брак) როცა ცოლი საცხოვრებლად გადადის ქმრის თემში. პატრილოკალური ქორწინება ჩაისახა მატრიარქატიდან პატრიარქატზე გადასვლისას. = დემოგრაფიის მოკლე More…
ქორწინება რეგისტრირებული
(Registered marriage; Регистрированный брак) ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რომელიც გაფორმებულია მოცემულ ქვეყანაში მიღებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. = დემოგრაფიის მოკლე More…
ქორწინება საეკლესიო
(Religious marriage; Церковный брак) ერთი შვიდ საიდუმლოთაგან ქრისტიანულ რელიგიაში. ასრულებს ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი. წარმოადგენს შესაუღლებელ პირთა მონაწილეობით ჩატარებულ More…
ქორწინება სამოქალაქო
(Civil marriage; Гражданский брак) ქორწინება, რომელიც ფორმდება სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო ორგანოებში ეკლესიის მონაწილეობის გარეშე. = დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი More…
ქორწინება სისხლითნათესაური
(Kinship marriage; Кровнородственный брак) ქორწინება ადამიანებს შორის, რომლებიც დაკავშირებული არიან სისხლით ნათესაობით მამის ან დედის ხასით. მის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს More…
ქორწინება ფაქტობრივი
(De facto marriage; Фактический брак) ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რომელიც გაფორმებული არ არის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ჩატარებული More…
ქორწინება ფიქციური
(Fraudulent marriage; Фиктивный брак) ქორწინება, რომელიც რეგისტრირებული იყო რაიმე მიზნით, მაგრამ რომელსაც არ მოსდევს ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობები. = დემოგრაფიის მოკლე More…
ქორწინება წყვილადი
(Couple-marriage; Парный брак) პირველყოფილ საზოგადოებაში გავრცელებული ქორწინების ფორმა. მონოგამიური ქორწინებისაგან განსხვავდება იმით, რომ წყვილადი ქორწინების დროს ჯერ კიდევ არ იქმნება ოჯახი More…
ქორწინება ჯგუფური
(Group-marriage; Групповой брак) ქორწინების უძველესი ფორმა, რომლის დროსაც ერთი ფრატრიის, გვარის ან გვარის შიგა რომელიმე ჯგუფის ყველა მამაკაცს საქორწინო კავშირი ჰქონდა დამყარებული More…
ქორწინება ჰეტეროგამური
(Heterogamic marriage; Гетерогамный брак) ქორწინება ადამიანებს შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა ჯგუფებს, ან ერთობებს. თანამედროვე More…
ქორწინება ჰომოგამური
(Homogamic marriage; Гомогамный брак) ჩვეულება ან ტენდენცია, რომლის მიხედვით ქორწინება ხდება გარკვეული სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ჯგუფის ან ერთობის შიგნით. უძველესი დროიდან, More…
ქორწინებამდელი ჩასახვა
(Pre-marital pregnancy; Добрачное зачатие) ბავშვის ჩასახვა ქალის დაქორწინებამდე. = დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: More…
ქორწინებითი მდგომარეობა
(Marital status; Брачное состояние) ადამიანის მდგომარეობა ქორწინების მიმართ, რომელიც განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ჩვეულებებითა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ქორწინების სახისა More…
ქორწინებითი ქცევა
(Marital behaviour; Брачное поведение) წარმოადგენს ადამიანების მოქმედებათა ურთიერთდაკავშირებულ სისტემას, რომელიც მიმართულია ქორწინებაზე. ქორწინებითი ქცევა მატრიმონიალური ქცევის ერთ-ერთ More…
დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9