A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
selected terms: 308 page 13 of 16
Real Rate of Return – რეალური უკუგების განაკვეთი
ინვესტიციაზე უკუგება, რომელშიც გათვალისწინებულია ინფლაციაც. ეს მაჩვენებელი კარგი საზომია მოცემული ფინანსური აქტივის რეალური მსყიდველობითი უნარის განსასაზღვრად. რეალური უკუგების განაკვეთი More…
Regressive Tax – რეგრესიული გადასახადი
გადასახადი, რომლის განაკვეთი მცირდება დასაბეგრი შემო- სავლის ზრდასთან ერთად. მაგალითად, თუ ერთი ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 100 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის More…
Reinvestment Rate – რეინვესტირების განაკვეთი
სარგებლის განაკვეთი, რომელსაც ინვესტორი მიიღებს წინა ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების ახალ პროექტში ინვესტირების შედეგად. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს წლიურ 3% სარგებლის 2 წლიან More…
Reinvestment Risk – რეინვესტირების რისკი
ალბათობა, რომ ინვესტორი ვერ შეძლებს ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების რეინვესტირებას ინვესტიციის ამჟამინდელი უკუგების ტოლ ან უფრო მაღალ პროცენტში. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს More…
Related-Party Transaction – ოპერაცია დაკავშირებულ მხარეთა შორის
რესურსების, მომსახურების ან ვალდებულებების გადაცემა ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მასთან დაკავშირებულ მხარეს შორის, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა ამ ოპერაციის სანაცვლოდ თანხის ან სხვა More…
Remittance – ფულადი გზავნილი
თანხა, რომელიც უანგაროდაა გადაცემული მეორე პირისათვის. ყოველდღიურ პრაქტიკაში ფულად გზავნილს უწოდებენ საზღვარგარეთ მყოფი პირის მიერ თავის ქვეყანაში ოჯახის წევრებისათვის გამოგზავნილ თანხას. More…
Required Rate of Return (RRR) – სავალდებულო უკუგება
უკუგების მინიმალური განაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც ინვესტორი ინვესტიციას გააკეთებს. სავალდებულო უკუგება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენად რისკიანად მიიჩნევს ინვესტორი More…
Research and Development (R&D) – კვლევა და განვითარება
პროცესი, რომლის დროსაც კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, რათა შექმნან ინოვაციური, ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი. კვლევა და განვითარება კომპანიებს ეხმარება კონკურენციაში და მეტი More…
Reserve Ratio – რეზერვის განაკვეთი
მაჩვენებელი, რომელიც კომერციულ ბანკებს განუსაზღვრავს, მინიმუმ, რამდენი პროცენტი უნდა დაიტოვონ რეზერვში მიღებული დეპოზიტებიდან. რეზერვის განაკვეთის ექსკლუზიური მდგენე- ლი ეროვნული ბანკია. More…
Restricted Cash – მიზნობრივი ფული
კონკრეტული თანხა, რომელიც გამოყოფილია ბიზნესის სუბიექტის ნაღდი ფულისა და მისი ექვივალენტებისგან, განკუთვნილია კონკრეტული მიზნისათვის და არ გამოიყენება ბიზნესის ჩვეული საქმიანობისთვის. More…
Restructuring – რესტრუქტურიზაცია
1) საწარმოს რესტრუქტურიზაცია – საწარმოს მენეჯმენტში, ოპერაციებში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ძირეული და გარდამტეხი ცვლილებები. 2) სესხის რესტრუქტურიზაცია – გამსესხებელსა და მსესხებელს More…
Retained Earnings – გაუნაწილებელი მოგება
ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში დაგროვებული წმინდა მოგების ნაწილი, რომელიც დივიდენდის სახით არ განაწილებულა. პერიოდის ბოლოს არსებული გაუნაწილებელი მოგების ღირებულება გამოითვლება შემდეგი More…
Retention Ratio – რეინვესტირების კოეფიციენტი
კომპანიის მიერ გენერირებული წმინდა მოგების ნაწილი, რომელიც რეინვესტირდება კომპანიაში და არ გაიცემა დივიდენდის სახით. იგი გამოითვლება გაუნაწილებელი მოგების გაყოფით წმინდა მოგებაზე. მაღალი More…
Return on Assets (ROA) – უკუგება აქტივებზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს ბიზნესსუბიექტი საკუთარ აქტივებს მოგების მისაღებად. უკუგება აქტივებზე გამოითვლება კომპანიის წმინდა მოგების შეფარდებით More…
Return On Average Equity – უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე საკუთარ კაპიტალთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე=წმინდა მოგება/საკუთარი More…
Return on Capital Employed (ROCE) – უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ მიღებულ უკუგებას ინვესტირებული კაპიტალის თითოეულ ერთეულზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტია თითოეული ერთეული More…
Return on Investment (ROI) – უკუგება ინვესტიციაზე
კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის მომგებიანობას. გამოითვლება ინვესტიციის ღირებულების ნაზრდის შეფარდებით საწყის ინვესტიციასთან. მაგალითად, თუ ინვესტორმა აქციებში 2 000 ლარი More…
Return On Net Assets – უკუგება წმინდა აქტივებზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე, წმინდა აქტივებთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: უკუგება წმინდა აქტივებზე=წმინდა მოგება/(ძირითადი More…
Return on Revenue (ROR) – უკუგება შემოსავალზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის წმინდა მოგების პროცენტულ წილს მის მთლიან შემოსავლებში. ის გამოითვლება შემდეგი ფორმულით: უკუგება შემოსავალზე=წმინდა მოგება/მთლიანი More…
Return on Risk-Adjusted Capital (RORAC) – კაპიტალის უკუგება რისკის გათვალისწინებით
ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პროექტისა თუ ინვესტიციის შესადარებლად, მათი რისკის პროფილის მიხედვით. კომპანიები კაპიტალის უკუგებას რისკის გათვალისწინებით იყენებენ More…
ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9