A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
selected terms: 308 page 14 of 16
Revaluation Reserve – გადაფასების რეზერვი
საბალანსო უწყისის ანგარიში, რომელიც ზრდის ან ამცირებს აქტივის საბალანსო ღირებულებას მისი რეალური ღირებულების შესაბამისად. თუ აქტივის რეალური ღირებულება ნაკლებია საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ More…
Revaluation – რევალვაცია
ეროვნული ვალუტის კურსის გაზრდა ხელოვნური ჩარევით. როგორც წესი, აღნიშნულ ჩარევას ქვეყნის ცენტრალური ბანკი ახორციელებს ხოლმე. =ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; More…
Risk Premium – რისკის პრემია
სხვაობა ინვესტიციის უკუგებასა და ურისკო საპროცენტო განაკვეთს შორის, რომელიც ზომავს რამხელა უკუგებას მოითხოვს ინვესტორი მის მიერ გაწეული რისკის დასაკომპენსირებლად. მაგალითად, თუ ინვესტიციის More…
Risk-Free Asset – ურისკო აქტივი
აქტივი, რომელსაც ეკონომიკური სარგებელი გარანტირებულად, ურისკოდ მოაქვს. რისკის არარსებობის გამო, ასეთ აქტივებს, როგორც წესი, სხვებთან შედარებით დაბალი უკუგება აქვს. ურისკო აქტივებს More…
Risk-Free Rate of Return – ურისკო უკუგების განაკვეთი
ინვესტიციის უკუგება, რომელსაც რისკი, არსებითად, არ ახლავს. ასეთ ინვესტიციას ეკონომიკური სარგებელი 100%-ით, გარანტირებულად, მოაქვს. მართალია, პრაქტიკაში აბსოლუტურად ურისკო ინვესტიცია არ More…
Risk-Weighted Assets – რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები
საბანკო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს აქტივების კლასიფიკაციის სისტემას მინიმალური კაპიტალის განსასაზღვრად. მაგალითად, ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გადაუხდელობის თვალსაზრისით, ნაკლებად More…
Salvage Value – სალიკვიდაციო ღირებულება
ფასი, რომლის მიღებასაც მოელის აქტივის მფლობელი კონკრეტული აქტივის გაყიდვიდან მას შემდეგ, რაც იგი ამოწურავს მომსახურების ვადას. როდესაც აქტივს ცვეთა სრულად აქვს დარიცხული, მისი საბალანსო More…
Scenario Analysis – სცენარების ანალიზი
ფინანსური მოდელირებისას მოვლენათა რამდენიმე ალტერნატიული განვითარების განხილვა და შეფასება. სცენარების ანალიზის უმარტივესი შემთხვევა გულისხმობს სამი სხვადასხვა განვითარების განხილვას: More…
Security – ფასიანი ქაღალდი
ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ფულადი ღირებულება და შეუზღუდავად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: წილობრივ, სასესხო და ჰიბრიდულ More…
Share – წილი
ინვესტორის საკუთრება კორპორაციის კაპიტალში. მისი მოცულობა განისაზღვრება ინვესტორის მიერ შეძენილი აქციების რაოდენობის პროპორციულად, კომპანიის მიერ სულ გამოშვებულ აქციებთან მიმართებით. More…
Shareholder Equity (SE) – აქციონერთა კაპიტალი
სხვაობა კომპანიის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის; სიდიდე, რომელიც აქციონერებს ერგებათ კომპანიის მიერ აქტივების ლიკვიდირების და ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში. აქციონერთა More…
Shareholder – აქციონერი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს კომპანიის, მინიმუმ, 1 აქციას. აქციის ფლობის სანაცვლოდ აქციონერის სარგებელი შეიძლება იყოს აქციის მაღალ ფასად გაყიდვისას მიღებული შემოსავალი ან More…
Short Position – მოკლე პოზიცია
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორი ფინანსურ ქაღალდს ყიდის იმ მოლოდინით, რომ მისი ფასი მომავალში შემცირდება. მაგალითად, თუკი ინვესტორი მოელის, რომ კონკრეტული More…
Short-term Debt – მოკლევადიანი ვალდებულება
ვალდებულება, რომელიც დებიტორმა უნდა დაფაროს არაუმეტეს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ასეთი შეიძლება იყოს: სავაჭრო ვალდებულება, მოკლევადიანი სესხი, იჯარა და სხვა. მათი ლიკვიდურობის კარგი More…
Simple Interest – მარტივი პროცენტი
სესხზე ან დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის მეთოდი, როდესაც ყოველი პერიოდის ბოლოს დარიცხული პროცენტი ერთნაირია და გამოითვლება ძირი თანხისა და პერიოდის საპროცენტო განაკვეთის ნამრავლით. More…
Small and Mid-size Enterprise (SME) – მცირე და საშუალო საწარმო
ბიზნესი, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და წლიური ბრუნვა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვარს ქვემოთაა. მცირე და საშუალო საწარმოები, წახალისების მიზნით, მთავრობის More…
Speculator – სპეკულატორი
პირი, რომელიც ყიდულობს აქტივს და ცდილობს, დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რისკის ფასად სარგებლის მიღებას. მაგალითად, თუ ინდივიდი იყიდის სახლს, გაარემონტებს და 2 თვეში მოგებით გაყიდის, იგი More…
Stagflation – სტაგფლაცია
ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ერთობლივად ხასიათდება ინფლაციითა და სტაგნაციით. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ქვეყნის არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, ენერგომატარებლების ფასების More…
Stakeholder – დაინტერესებული პირი
ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლის ინტერესები უკავშირდება მოცემული ბიზნესის საქმიანობას. შესაძლოა, დაინტერესებული პირი თავად ახდენდეს გავლენას ან განიცდიდეს ზემოქმედებას More…
Stock Market – საფონდო ბირჟა
ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი. იგი წარმოადგენს შუამავალ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფასიანი ქაღალდების მყიდველებსა და გამყიდველებს და მათ უწევს ყველა More…
ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9