A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
selected terms: 308 page 5 of 16
Domicile – რეგისტრაციის ადგილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მისამართი, რომელიც გამოიყენება საგადასახადო, საარჩევნო, საპროცესო და სხვა მიზნებისათვის. =ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; More…
Double Entry – ორმაგი გატარების სისტემა
ფინანსური აღრიცხვის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ყო- ველი გარიგება, მინიმუმ, ორ ანგარიშზე ახდენს გავლენას და ორმხრივად მოქმედებს საბალანსო ტოლობაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კონცეფცია More…
Double Taxation – ორმაგი დაბეგვრა
საგადასახადო პრინციპი, რომელიც გულისხმობს ერთსა და იმავე ფინანსურ აქტივზე, მოგებასა თუ შემოსავალზე გადასახადის გადამხდელის ორჯერად დაბეგვრას ან ორი ქვეყნის მიერ ცალ-ცალკე, ან ერთი ქვეყნის More…
Dow Jones Industrial Average (DJIA) – დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი
საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც იკვლევს NASDAQ და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 30 უმსხვილესი კომპანიის აქციის ფასებს და მათი შეწონილი მაჩვენებლით აფასებს საფონდო ბირჟის მდგომარეობას. More…
Down Payment – ბე
ბე წარმოადგენს კონკრეტულ თანხას, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე წინასწარ აძლევს მეორეს და ამით ადასტურებს ხელშეკრულების დადების ფაქტს. ძირითადად, ბეს თანხა ჩაითვლება ხელშეკრულებით More…
Due Diligence – სათანადო გადამოწმება
ფინანსური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება გარიგების კონკრეტული ფაქტებისა თუ დეტალების ნამდვილობის დასადასტურებლად და გარიგებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. მაგალითად, კონკრეტული More…
Dumping – დამპინგი
პროდუქტის გაყიდვა უცხო ქვეყნის ბაზარზე, მისი შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად. დამპინგის მიზანია დაბალი ფასებით უცხო ქვეყნის ბაზრის დაპყრობა და კონკურენტების ჩამოშორება. More…
Duration – დურაცია
საზომი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად რეაგირებს ობლიგაციის ან სხვა ფასიანი ქაღალდის ფასი საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე. საპროცენტო განაკვეთის ზრდისას ფასიანი ქაღალდისგან მიღებული ფულადი More…
Earned Premium – გამომუშავებული პრემია
სადაზღვევო კომპანიის მიერ მიღებული პრემია იმ სადაზღვევო პოლისზე, რომელსაც უკვე გაუვიდა ვადა. გამომუშავებული პრემიის ცნება უკავშირდება შემდეგ გარემოებას: როგორც წესი, დაზღვეული პირები More…
Earnings Before Interest and Taxes (EBIT) - საოპერაციო მოგება
კომპანიის შემოსავლებისა და საოპერაციო დანახარჯების სხვაობა. საოპერაციო მოგება გამოიყენება კომპანიის ძირითადი საქმიანობის მომგებიანობის შესაფასებლად და არ ითვალისწინებს საპროცენტო და More…
Earnings Before Interest, Taxes, Depreciation, and Amortization (EBITDA) – მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვ
მაჩვენებელი, რომელიც ზომავს კომპანიის შემოსავლიანობას მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე. იგი არ ითვალისწინებს კომპანიის ვალისა და კაპიტალის სტრუქტურას, ბერკეტს და ისეთ არაფულად More…
Earnings Before Taxes (EBT) – მოგება დაბეგვრამდე
კომპანიის მოგება გადასახადების გათვალისწინების გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიები ხშირად სხვადასხვაგვარად იბეგრებიან, მოგება დაბეგვრამდე ხელსაყრელი მაჩვენებელია კომპანიების More…
Earnings Per Share (EPS) – შემოსავალი ერთ აქციაზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც ასახავს, როგორია კომპანიის ჯამური მოგება ერთეულ გამოშვებულ აქციაზე გაანგარიშებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: შემოსავალი ერთ აქციაზე=(წმინდა მოგება– More…
Economies of Scale – ეკონომია მასშტაბზე
მდგომარეობა, როდესაც წარმოების მოცულობის გაზრდით წარმოების საშუალო ხარჯი ერთეულზე იკლებს. მასშტაბზე ეკონომიის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ფიქსირებული ხარჯების არსებობაა. როდესაც More…
Economies of Scope – ეკონომია მოცვაზე
ეკონომიკური კონცეფცია, რომლის თანახმად, კომპანია საშუალო და ზღვრული ხარჯის მინიმიზაციას ახდენს არა მხოლოდ ძირითადი პროდუქტის, არამედ მონათესავე პროდუქტებისა თუ სერვისების წარმოებით. More…
Effective interest rate – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
უკუგება ინვესტიციაზე, რომლისთვისაც სარგებლის მიღება ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე. იგი ასევე შეიძლება იყოს სესხზე (ან სხვა მსგავს ვალდებულებაზე) გაწეული საპროცენტო ხარჯი. ეფექტური More…
Efficiency – ეფექტიანობა
დამოკიდებულება მიღწეულ შედეგსა და შედეგის მისაღწევად გაღებულ რესურსებს შორის. წარმოებაში ეფექტიანობას ვხვდებით მაშინ, როდესაც რესურსების მინიმალური რაოდენობით წარმოების მაქსიმალური დონე More…
Equity – აქციონერთა კაპიტალი
უკუგება, რომელიც დაუბრუნდება ინვესტორებს, თუ კომპანიის ყველა აქტივი გაიყიდება და ყველა ვალდებულება დაიფარება. იგი წარმოდგენილია საბალანსო უწყისში და გამოითვლება კომპანიის მთლიანი More…
Estate Tax / Property Tax – ქონების გადასახადი
სახელმწიფო გადასახადი, რომლის გადახდაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქონების ფლობისთვის ეკისრებათ. საქართველოში დასაბეგრი სუბიექტები და გადასახადის მოცულობა საგადასახადო კოდექსით More…
Estate – ქონება
სუბიექტის მფლობელობაში არსებული ეკონომიკური ღირებულების მქონე აქტივების ერთობლიობა. სუბიექტის ქონება შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებას, მიწას, განხორციელებულ ინვესტიციებს, სხვა ფიზიკურ თუ More…
ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9