A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
selected terms: 308 page 9 of 16
Lender of Last Resort – ბოლო ინსტანციის კრედიტორი
საჯარო ინსტიტუტი, რომელიც კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინანსური სიძნელეებისა და გაკოტრების მაღალი ალბათობის არსებობისას, სესხს აძლევს. შედეგად, მათ იხსნის More…
Leverage – დაფინანსების ბერკეტი
კომპანიის ფინანსურ სტრუქტურაში ვალისა და კაპიტალის თანაფარდობა. კომპანიებს, აქტივებისა და პროექტების დასაფინანსებლად, შეუძლიათ როგორც სესხის აღება ან სხვა ვალის ინსტრუმენტის გამოყენება, More…
Limited Liability Company (LLC) – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
მეწარმე სუბიექტი, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე განისაზღვრება მხოლოდ მისი ქონებით. =ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, More…
Liquid Asset – ლიკვიდური აქტივი
ისეთი აქტივი, რომლის ფულში კონვერტაციაც მოკლე ვადაში და მარტივადაა შესაძლებელი. ასეთი აქტივის მაგალითია ფული და ფულის ეკვივალენტები, ინვესტიციები მოკლევადიან ფინანსურ ინსტრუმენტებში, More…
Liquidity Coverage Ratio (LCR) – ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც აღწერს კავშირს კომპანიის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებსა და ფინანსური სტრესის შემთხვევაში მოსალოდნელ წმინდა ფულად გადინებას შორის. იგი მიანიშნებს, რამდენად More…
Liquidity Premium – ლიკვიდურობის პრემია
ნებისმიერი სახის დამატებითი კომპენსაცია, რომელსაც ინვესტორები არალიკვიდური ფინანსური ქაღალდების ფლობისთვის ითხოვენ. რადგან არალიკვიდური აქტივების მარტივად ან/და სწრაფად განაღდება More…
Liquidity Ratio – ლიკვიდურობის კოეფიციენტი
ფინანსური მაჩვენებლების ჯგუფი, რომელიც აფასებს კომპანიის უნარს, გადაიხადოს მიმდინარე ვალდებულებები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებად ლიკვიდურობის More…
Loan Syndication – სესხის სინდიკაცია
პროცესი, რომლის დროსაც მსესხებელი სესხს რამდენიმე გამსესხებლისგან შემდგარი ჯგუფისგან იღებს. ასეთი ტიპის სესხები მაშინ ხდება საჭირო, როდესაც სესხის მოცულობა ან რისკი მაღალია და ჯგუფის, ე.წ. More…
Long Position – გრძელი პოზიცია
სიტუაცია, როდესაც ინვესტორი ფინანსურ აქტივს ყიდულობს მოლოდინით, რომ ამ აქტივის ფასი გაიზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, თუ ინვესტორი ყიდულობს აქციებს, იგი მოელის ამ აქციების More…
Long-Term Debt to Capitalization Ratio - გრძელვადიანი სესხის კაპიტალიზაციის კოეფიციენტი
კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს გრძელვადიანი სესხის წილს კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება გრძელვადიანი სესხების შეფარდებით გრძელვადიანი სესხებისა და საკუთარი კაპიტალის More…
Long-Term Debt to Total Assets Ratio – გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, აქტივების რამხელა ნაწილია დაფინანსებული გრძელვადიანი ვალდებულებებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის More…
Long-Term Debt – გრძელვადიანი ვალდებულება
ვალდებულება, რომლის დაფარვაც კომპანიას 1 წელზე მეტ ხანში მოუწევს. გრძელვადიანი ვალდებულებების სიდიდე დიდ როლს თამაშობს გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასებაში. More…
Market Capitalization – საბაზრო კაპიტალიზაცია
სიდიდე, რომელიც განისაზღვრება კომპანიის გამოშვებული აქციების ჯამური საბაზრო ფასით. ამგვარად, იგი გვიჩვენებს კომპანიის ღირებულებას ღია ბაზარზე. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოიყენება ერთსა და More…
Market Risk Premium – ბაზრის რისკის პრემია
სხვაობა პორტფელის საბაზრო უკუგებასა და ურისკო აქტივის უკუგებას შორის. ბაზრის რისკის პრემია გვიჩვენებს, რამხელა უკუგებას მოითხოვენ ბაზრის მონაწილეები მათ მიერ გაწეული რისკის More…
Maturity Date – მომწიფების თარიღი
თარიღი, როდესაც სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტმა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება. შესაბამისად, სიმწიფის თარიღის შემდეგ აღარ ხდება პროცენტის გადახდა და More…
Mergers & Acquisition – შერწყმა და შეძენა (M&A)
ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს კომპანიების გაერთიანებას სხვადასხვა სახის ფინანსური ტრანზაქციის შედეგად. შერწყმისას ერთიანდება ორი ან მეტი კომპანია და ისინი ქმნიან ახალ იურიდიულ პირს ერთი More…
Mezzanine Financing – მეზანინ დაფინანსება
ფინანსური სახსრების მოზიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც წარმოადგენს სესხისა და საკუთარი კაპიტალის ჰიბრიდულ პროდუქტს. მეზანინ დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სესხის აღებით, More…
Monetary Base – მონეტარული ბაზა
ვალუტის მოცულობა, რომელიც შედგება კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში დარეზერვებული და ნაღდი ფულადი ერთეულებისგან. იგივეა, რაც M0 ფულის მასა. მაგალითად, თუ მიმოქცევაშია მხოლოდ 200 More…
Money Supply – M₁, M₂, M₃ – ფულის მასა – M₁, M₂, M₃ აგრეგატები
მოცემული თარიღისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ეროვნული ვალუტა და სხვა ლიკვიდური აქტივები, რომლებიც მარტივად და სწრაფად შეიძლება გარდაიქმნას ფულად. იქიდან გამომდინარე, რომ ფულის მასა More…
Moral Hazard – ქცევის გაუარესება
სიტუაცია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში შემავალ ერთ-ერთ მხარეს შეუძლია (არაკეთილსინდისიერად) ისარგებლოს ფინანსური გარიგებით ან შექმნილი ვითარებით, რადგან იცის, რომ ამ More…
ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9