A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
selected terms: 29 page 1 of 2
Rate of Return (RoR) – უკუგების განაკვეთი
საზომი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის საწყისი თანხის რამდენ პროცენტს იღებს ინვესტორი სარგებლის ან ზარალის სახით. უკუგების განაკვეთი გამოითვლება ინვესტიციიდან სარგებლის ან ზარალის სახით More…
Real Interest Rate – რეალური საპროცენტო განაკვეთი
სარგებლის განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციის პრემიას და გვიჩვენებს ფულის რეალურ ღირებულებას მსესხებლისთვის და რეალურ სარგებელს გამსესხებლისა ან ინვესტორისათვის. რეალური More…
Real Option – რეალ ოფციონი/რეალური შესაძლებლობა
კომპანიის მენეჯმენტის უფლება, განახორციელოს, გადაავადოს ან შეწყვიტოს ბიზნესპროექტი. შესაძლებლობას რეალური ეწოდება, რადგან ბიზნესპროექტი ფიზიკურ აქტივებთან დაკავშირებულ გარიგებებს გულისხმობს More…
Real Rate of Return – რეალური უკუგების განაკვეთი
ინვესტიციაზე უკუგება, რომელშიც გათვალისწინებულია ინფლაციაც. ეს მაჩვენებელი კარგი საზომია მოცემული ფინანსური აქტივის რეალური მსყიდველობითი უნარის განსასაზღვრად. რეალური უკუგების განაკვეთი More…
Regressive Tax – რეგრესიული გადასახადი
გადასახადი, რომლის განაკვეთი მცირდება დასაბეგრი შემო- სავლის ზრდასთან ერთად. მაგალითად, თუ ერთი ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 100 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის More…
Reinvestment Rate – რეინვესტირების განაკვეთი
სარგებლის განაკვეთი, რომელსაც ინვესტორი მიიღებს წინა ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების ახალ პროექტში ინვესტირების შედეგად. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს წლიურ 3% სარგებლის 2 წლიან More…
Reinvestment Risk – რეინვესტირების რისკი
ალბათობა, რომ ინვესტორი ვერ შეძლებს ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების რეინვესტირებას ინვესტიციის ამჟამინდელი უკუგების ტოლ ან უფრო მაღალ პროცენტში. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს More…
Related-Party Transaction – ოპერაცია დაკავშირებულ მხარეთა შორის
რესურსების, მომსახურების ან ვალდებულებების გადაცემა ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მასთან დაკავშირებულ მხარეს შორის, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა ამ ოპერაციის სანაცვლოდ თანხის ან სხვა More…
Remittance – ფულადი გზავნილი
თანხა, რომელიც უანგაროდაა გადაცემული მეორე პირისათვის. ყოველდღიურ პრაქტიკაში ფულად გზავნილს უწოდებენ საზღვარგარეთ მყოფი პირის მიერ თავის ქვეყანაში ოჯახის წევრებისათვის გამოგზავნილ თანხას. More…
Required Rate of Return (RRR) – სავალდებულო უკუგება
უკუგების მინიმალური განაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც ინვესტორი ინვესტიციას გააკეთებს. სავალდებულო უკუგება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენად რისკიანად მიიჩნევს ინვესტორი More…
Research and Development (R&D) – კვლევა და განვითარება
პროცესი, რომლის დროსაც კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, რათა შექმნან ინოვაციური, ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი. კვლევა და განვითარება კომპანიებს ეხმარება კონკურენციაში და მეტი More…
Reserve Ratio – რეზერვის განაკვეთი
მაჩვენებელი, რომელიც კომერციულ ბანკებს განუსაზღვრავს, მინიმუმ, რამდენი პროცენტი უნდა დაიტოვონ რეზერვში მიღებული დეპოზიტებიდან. რეზერვის განაკვეთის ექსკლუზიური მდგენე- ლი ეროვნული ბანკია. More…
Restricted Cash – მიზნობრივი ფული
კონკრეტული თანხა, რომელიც გამოყოფილია ბიზნესის სუბიექტის ნაღდი ფულისა და მისი ექვივალენტებისგან, განკუთვნილია კონკრეტული მიზნისათვის და არ გამოიყენება ბიზნესის ჩვეული საქმიანობისთვის. More…
Restructuring – რესტრუქტურიზაცია
1) საწარმოს რესტრუქტურიზაცია – საწარმოს მენეჯმენტში, ოპერაციებში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ძირეული და გარდამტეხი ცვლილებები. 2) სესხის რესტრუქტურიზაცია – გამსესხებელსა და მსესხებელს More…
Retained Earnings – გაუნაწილებელი მოგება
ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში დაგროვებული წმინდა მოგების ნაწილი, რომელიც დივიდენდის სახით არ განაწილებულა. პერიოდის ბოლოს არსებული გაუნაწილებელი მოგების ღირებულება გამოითვლება შემდეგი More…
Retention Ratio – რეინვესტირების კოეფიციენტი
კომპანიის მიერ გენერირებული წმინდა მოგების ნაწილი, რომელიც რეინვესტირდება კომპანიაში და არ გაიცემა დივიდენდის სახით. იგი გამოითვლება გაუნაწილებელი მოგების გაყოფით წმინდა მოგებაზე. მაღალი More…
Return on Assets (ROA) – უკუგება აქტივებზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს ბიზნესსუბიექტი საკუთარ აქტივებს მოგების მისაღებად. უკუგება აქტივებზე გამოითვლება კომპანიის წმინდა მოგების შეფარდებით More…
Return On Average Equity – უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე საკუთარ კაპიტალთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე=წმინდა მოგება/საკუთარი More…
Return on Capital Employed (ROCE) – უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე
ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ მიღებულ უკუგებას ინვესტირებული კაპიტალის თითოეულ ერთეულზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტია თითოეული ერთეული More…
Return on Investment (ROI) – უკუგება ინვესტიციაზე
კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის მომგებიანობას. გამოითვლება ინვესტიციის ღირებულების ნაზრდის შეფარდებით საწყის ინვესტიციასთან. მაგალითად, თუ ინვესტორმა აქციებში 2 000 ლარი More…
ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9