- უსიტყუელი შეხუდომაჲ – ხდომილება – ἄλογον πάθος τό – ხოლო საზოგადო სულისა და ჴორცთა: ცხოვლობითი, ოცნებითი... და ყოველივე საზრდელისა და აღორძინებისა განგებულებაჲ, ესე ყოველნი უსიტყუელნი შეხუდომანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 131v);
- უსიტყუელი წადიერებაჲ – ἄλογον ὄρεξις ἡ – ვინაჲცა უკუეთუ ხატად მისა დაბადებული მიიღო კაცი, რომელ არს ბუნებაჲ კაცებისაჲ, უეჭუელად გონიერი და სიტყჳერი ბუნებაჲ მიიღო [ქრისტემ], ხოლო მიიღო ნებაჲცა თჳთჴელმწიფე, რამეთუ ვითარცა უსიტყუელი მიიღო წადიერებაჲ, დამორჩილებული სიტყჳსაჲ, ეგრეთვე-და სიტყჳერიცა, რამეთუ არა უგონებოჲ და უსიტყუელი ბუნებაჲ მიიღო, რამეთუ ესე თუმცა მიეღო, არამცა კაცი, არამედ პირუტყჳ მიეღო, რამეთუ სიტყჳერი და გონიერი ბუნებაჲ არს კაცი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S-1463; 137v); (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 137v); უსიტყუელი არს წადიერებაჲ პირუტყუთაჲ და იყვანებიან ბუნებითისა წადიერებისაგან, რომლისათჳს არცა ნებებად სახელ-იდების წადიერებაჲ პირუტყუთაჲ, არცა განზრახვად (დამასკ., გარდ., 129, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.