არასრულყოფილება
- სრულებაჲ სადმე მოკრძალვისაგან არს გარდამატებისა და მოკლებისა, რომელნი უსრულობა არიან, რამეთუ სრულებისა წინააღმდგომ – უსრულობაჲ (ამონ., ტარიჭ., 16,32); ქცეულება უკუე არს მათ (ეშმაკთა) შორის ბოროტი და... უსრულობა და უძალოობა და ცხოვლისა მის მათ შორის სრულებისა ძალისა უძლურება (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); რამეთუ უკუეთუ სიბოროტე არს უსრულობაჲ კეთილისაჲ, ყოვლად განშორებაჲ კეთილისაჲ უსრულსა მასცა და სრულსა კეთილსა დაჰჴსნის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); ვითარ-იგი უსიტყუობასაცა ვიტყჳთ ზეშთასიტყუაობისათჳს და უსრულობასა – ზეშთასრულისათჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); – ნეოპლატ.– რომელნიმე უსრულ – და ესე უკუე იქმნენ გუარ თანმექონეთა, რამეთუ უსრულობითა იქმნენ მოქენე წინამდებარეთა მყოფობისა თჳსისათა (პრ., კავშ., პეტრ., 64; 42.14-15); [უსრულნი] უსრულობითა განშორებულ [არიან] ყოველთა მაარსებელისაგან (პრ., კავშ., პეტრ., 64; 42.22)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.