- პირველ თჳსისა განკაცებისაცა უჩუჱნებს წარმარ[თ]თა საღმრთოსა წინაგანმგებელობასა თჳსსა (თტე., წინასწ., იონა, მიზეზი, გელ., A 1108, 289r) – πρόνοια ἡ – რამეთუ ყოველთა არსთა შორის არს საღმრთოჲ წინაგანმგებელობაჲ და არარაჲ არს არსთაგანი წინაგანუგებელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.33); უჴმდა წინაგანმგებელობასა, რაჲთამცა უნებლიეთცა სათნოებად მიგჳყვანებდა ჩუენ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.33); განხრწნაჲ ბუნებისაჲ არა წინაგანმგებელობისაჲ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.33); აწ, რაოდენ ჩუენგან კმა იყო, იგალობა სახიერებაჲ... ვითარცა წინაგანმგებელობაჲ და სახიერებაჲ ყოვლად სრულებითი და ზეშთააღმატებული ყოველთა არსთა და არა არსთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.35); ყოველნივე არსნი მიიღებენ წინაგანმგებელობასა ზეშთა-არსებისა მისგან და ყოველთ-მიზეზისა ღმრთეებისა აღმომდინარესა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1); საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ მრავალნი არიან სახენი საღმრთოჲსა წინაგანმგებელობისანი, არცა სიტყჳთ თარგმანებად, არცა გონებით მიწ¬თომად შესაძლებელნი (დამასკ., გარდ., არს., 143)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.