ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=14253
შერევნა-ჲ
Gk. σύγχυσις ἡ
შერწყმა, შეზავება
 
ერთობაჲ აღრევით იქმნის, ვითარ-იგი აღჰრინი რაჲ თითოსახენი ფქვილნი..., ანუ შენაწევრებით, ვითარცა ძელი და ქვაჲ..., ანუ შერევნით, ვითარცა დადნობაჲ... (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,21); დოგმატ. – ქრისტეს ორი ბუნების შეერთება – σύγχυσις ἡ – ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ ესევითართა ამათ სიტყუათა მიერ შერევნასა შემოვიღებთ ჩუენ ღმრთივ შუენიერისა განყოფისასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.2);συγχεῖν (συγχέω) – არცა შეერთებულად მათ განყოფაჲ ჯერ-არს, არცა განყოფილთა შერევნაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.2); განსრულ-ყოფად თავთა თჳსთა ერთობისაგან ურთიერთას შერევნითა ყოვლად აღრევითითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.1);φυρμός ὁ – არცა შერევნაჲ თავს-იდვა, არცა შერწყუმაჲ, არცა შეცვალებაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v); არა თავს-იდვა შერევნაჲ, ანუ შეცვალებაჲ (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ არა შეცვალებითა ბუნებისაჲთა, ანუ ქცეულებითა, ანუ გარდაცვალებითა, ანუ შერევნითა ითქუმის განღმრთობაჲ ჴორცთა უფლისათაჲ (დამასკ., გარდ., არს., 202); ვითარმედ უწინარეს შეერთებისა ერთითა ბუნებითა იყო ქრისტე, ყოვლით კერძო ცხად არს, ხოლო შემდგომად შეერთებისა – ორითა დაღათუ შერევნაჲ იხილვებოდის შეერთებასა შინა (დამასკ., ორთა ნებ., არს.,128 r); თითოსახეთა ბუნებათაგან შემოკრებულსა ბუნებითნი თჳთებანი ორთავე ბუნებათანი საჭიროდ ჰქონან, დაღათუ შერევნაჲ სახილველ იყოს შეერთებასა შინა (დამასკ., ორთა ნებ., არს., 128 r; სქოლ., 203,1:174); შერევნაჲ სახელთაჲ ჰყოფს ცთომასა მწვალებელთასა – დაღაცათუ შერევნაჲ სახილველ-იყოს შეერთებასა შინა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463; 132v);τό σύγχυσις ἡ – ორი ბუნების შერწყმა – ორთა სრულთა ბუნებათაგან, საღმრთოჲსა და კაცობრივისა, იქმნა მის შორისი შეერთებაჲ, არა შერწყუმით ანუ შერევნით ანუ აღზავებით, ვითარცა დიოსკოროს და სევეროს წარჰრევენ, არცა პირებით და თჳსებით ანუ პატივისმცემელობით (სტით., სომხ. წვალ., არს., I,3);σύγχυσις ἡ (συγχέω) – არცა მარტოობისათჳს განჴურვებულისა მახჳლისა არსებითისა განყოფილებისა მათისა შერწყუმასა ჰყოფს ანუ შერევნასა (მქს., პიროს., გელათ. 43,4) // არცა ერთობა განჴურვებულისა მის მახჳ¬ლისაჲ განყოფილებასა მას საქმეთასა შეჰრევს (მქს., პიროს., ეფთ., 14,29); არცა ერთყოფაჲ ორგუარად მოქმედისაჲ ბუნებათა მისთა შორის არსებითად მყოფთა მოძრავობათა შეჰრევს (მქს., პიროს., გელ., 42,33);συναλείφω – არა ეს არს ძეობაჲ განყოფაჲ მისი მამისაგან სხუად ბუნებად და უცხოდ, გინა შერევნაჲ მისი მამისა მიმართ და შერწყუმაჲ (ნაზ., ჰომ. 2, 38, ტბელ.);συντιθέμενων – არსებითი თვისებების შერევნა – ერთისა მის მიზეზისა მიმართ, რომელ არს მამაჲ, აღვიყვანებთ ძესა და სულსა არა შერევნით, არცა შერწყუმით წვალებისაებრ საბელიოზისსა (დამასკ., გარდ., ეფრ., 57)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9