ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=14808
შეხუდომა-ჲ
 •
Gk. πάθος τό
შემთხვევა, ვნება, ერთი 10 კატეგორიათაგანი
 
ხოლო უფროჲსღა შეერთებად საგონებელ არს მოქმედებაჲ, ხოლო წადიერებაჲ შეხუდომაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 132r); რომელნი ესე შეხუდომანი არიან, არა მოქმედებანი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 137r); სანებური იგი უეჭუელად ანუ მოქმედებაჲ არს, რომელ არს საქმე ანუ შეხუდომაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 133); მერმეცა ვიეთნიმე უკუე ჰგონებენ უფროჲს ყოფად მოქმედებათა, რომელნიმე – შეხუდომათა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 131v); არიან უკუე სახენი ვითარებისანი ოთხნი; ანგები, გუარი; ძალი და უძალოობაჲ; შეხუდომაჲ და შეხუდომითი ვითარებაჲ; ნაკუეთი და შესახედავი (დამასკ., დიალ., არს. 38,4); და შეხუდომანიცა ბუნებითნი მრავალგზის მოქმედებად სახელ-იდებიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 161r);πάθος τό, πάσχειν τό – შეხუდომაჲ არს თავსა შორის თჳსსა და სხუასაცა შორის ქონებაჲ მიზეზსა შეხუდომისასა (დამასკ., დიალ., არს. 39,2)

 •
Gk. πάθησις ἡ
ვნება
 
ქმნაჲ და შეხუდომაჲ ვითარებისა მიმდგომ არიან (დამასკ., დიალ., არს. 39,1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9