თჳთება-ჲ (გუამოვნებითი) – ὑποστατικὴ ἰδιότης – განყოფილნი რიცხჳთა სახელთაჲთა და გუამოვანითა თჳთებითა, გარნა არა ღმრთეებითა (მიქ., მრწ. 1, ეფთ., Jer. 151, 82r);
თჳთება-ჲ (გონებითი) – გონებითი თჳთებაჲ – νοερὰ ἰδιότης – გონებისმიერი (აზროვნებითი) თვისება, თავისებურება – და ესრეთ, არცა ყოველი გონებითი თჳთებაჲ [არს] გონება, არამედ მხოლოდ არსებითი ოდენ (პრ.,კავშ., პეტრ., 64, 42.33-34);
თჳთება-ჲ (დამცველობითი) – φρουροτική [ἰδιώτης] – კუალად ეს-სახედ, რაჲც-რაჲვე იგი არს ღმრთებრივისა რიცხჳსა შორის თჳთებაჲ დამცველობითი; და კუალად სხუაჲც რაჲვე დასაბამთადმი უკუნმქცევლობითი და სრულმყოფელობითი და ცხოველმყოფელობითი (პრ., კავშ., პეტრ., 146, 88.29-31–89.1-2; D.§145);
თჳთება-ჲ (საღმრთოჲსა წესისა) – θείας τάξεως [ἡ] ἰδιότης – საღმრთო, ღვთაებრივი წესრიგის თვისება, თავისებურება – ყოველი საღმრთოჲსა წესისა თჳთებაჲ ყოველთა მიერ შემდგომთა მიენერგვის და თან-მისცემს თჳთებათა ყოველთა უდარესთა ტომთადმი (პრ., კავშ., პეტრ.,1 46, 88.21-23; D.§145);
თჳთება-ჲ (ღმერთთა-ჲ) – ἡ θεία ἰδιότης – თჳთებამან ღმერთთამან განჰკარგნა ერთებრნი მხოლონი და კეთილობაჲ ღმრთებრივთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 134, 82.9-11; D.§133);
თჳთება-ჲ (ღმრთებრივთა ძალთა-ჲ) – θείων δυνάμεων ἰδιότης – თითოეულსა ტომსა შინა არს ღმრთებრივთა ძალთა თჳთებაჲ, ზენაჲთ შთამონაბრწყინი (პრ., კავშ., პეტრ., 146, 88.25-26; D.§145);
თჳთება-ჲ (კეთილობათა-ჲ) – ἀγαθότητος ἰδίωμα – თითოეული მათი განნაწილებულ თჳთებისაებრ კეთილობათაჲსა ყოველთა კეთილ-ჰყოფს, ვითარ სრულ-მოქმედი და თანპყრობი და მცველი (პრ., კავშ., პეტრ., 134, 82.9-11; D.§133);
თჳთება-ჲ ანგელოზებრივ-ი – ἡ ἀγγελικὴ ἰδιότης – ვითარცა ზეცისათა მათ შორის არსებათა მქონებელნი ანგელოზებრივისა თჳთებისანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.2);
თჳთება-ჲ ზეშთადამყარებული – ἡ ὑπερκειμένη ἰδιότης – რამეთუ არცაღათუ ზეშთადამყარებული იგი თჳთებაჲ პირველ ჩუენ მიერ კეთილად განყოფილთა წმიდათა ძალთაჲ უდარესთაცა მათთა არსებათა ყოვლითურთ შეეხების (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.2);
თჳთებაჲ (დამსახველობით-ი) // თჳსება-ჲ გამომსახველობით-ი – χαρακτηριστικὸν ἰδίωμα τὸ – დამსახველობითნი თჳთებანი შემთხუევითნი არიან, რომელნი დაჰსახვენ გუამსა (დამასკ., დიალ., 13,6, არს.) // გამომსახველი თჳსებაჲ – თჳსებანი იგი გამომსახველნი შემთხუევითთა წესთაგან იქმნებიან (დამასკ., დიალ., 13,6,ეფრ.);
თჳთებაჲ წინააღმდგომთაჲ – τὸ ἐναντίον ἰδίωμα – შეუდგან წინააღმდგომთა თჳთებანი ოთხნი: პირველად, რამეთუ კეთილისა უკუე საჭიროდ წინააღმდგომ არს ბოროტი, მეორედ, რამეთუ შეუძლებელ არს, რაჲთა ერთსა და მასვე ჟამსა ერთბამად იყვნენ წინააღმდგომნი განუკუეთელთა შორის (დამასკ., დიალ., 44,8, არს.);
თჳთება-ჲ ხატოვნებით-ი – τὸ χαρακτηριστικὸν ἰδιώμα – დამახასიათებელი თვისება – არა ჰმატან ურთიერთას გუამნი არსებითითა რაჲთმე, არამედ შემთხუევითითა წესითა, რომელ-ესე არიან თჳთებანი ხატოვნებითნი (დამასკ., გარდ., 160, ეფრ.);
თჳთებაჲ (ვითარებისა-ჲ) – τὸ ἴδιον τῆς ποιότητος – ვითარების თავისებურება – სამ არიან თჳთებანი ვითარებისანი, ესე იგი არს, შესადგომელნი მისნი: პირველად, მითუალვაჲ წინააღმდგომობისაჲ მეორედ, უმეტეს-უდარესობაჲ, მესამე შესადგომელი მისი, რომელი სახოანი სახეცა არს ვითარისაჲ, მსგავსი არს და უმსგავსოჲ (დამასკ., დიალ., 38,19, არს.)
© 2007 David A. Mchedlishvili | Powered by Glossword 1.8.9 |