დამოუკიდებელი, თვითმყოფი, თავისთავადი
- ყოველი სული თჳთცხოველი არს, უკუეთუ უკუმქცევ არს თჳსდმი. რამეთუ ყოველი უკუმქცევი თჳსდმი თჳთმდგომ და სულიცა ვინაჲვე თჳთმდგომ, რამეთუ წარმოაყენა თჳთებაჲ თჳსი (პრ.,კავშ., პეტრ., 189, 113.2-4); ყოველი თჳთმდგომი თჳსდა მიმართ არს უკუმქცევ, რამეთუ სადაჲთცა წარმოობაჲ თითოეულისაჲ, მისდადვე-და შერაბამებული უკუნქცევაჲ (პრ.,კავშ. პეტრ., 42, 31.14-17); – αὐθυπόστατος – ყოველი თჳთმდგომი უხრწნელ არს, ხოლო თუ განიხრწნას, განეყენოს თჳთებასა თჳსსა და იქმნეს კიდე თჳთობისგან. მაგრა ესე შეუძლებელ (პრ.,კავშ., პეტრ., 46, 33. 3-5); არ-ვინაჲ განეშოროს მიზეზსა თჳსსა თჳთმდგომი, და არცა დაუტეოს თჳთებაჲ თჳსი, რამეთუ თჳთ არს თჳსდა მიზეზ. უხრწნელ ვიდრემე არს ყოველი თჳთმდგომი (პრ.,კავშ., პეტრ., 46, 33.10-11); ყოველი თჳთმდგომი უნაწილო არს და მარტივ. ხოლო თუ იყოს განნაწილებულ თჳთმდგომი, განნაწილებით წარმოიყენოს არსებაჲ თჳსი, და ყოველი თჳთებაჲ თჳსი უკუნ-იქციოს თჳსდადვე, და ყოველი ყოველსა შორის თჳსსა იყოს. არამედ ესე შეუძლებელ (პრ.,კავშ., პეტრ., 47, 33.14-17); განუნაწილებელ ვიდრემე არს ყოველი თჳთმდგომი და მარტივცა (პრ.,კავშ., პეტრ.,47, 33.19-24); თჳთმდგომი არცა თანშედგმულ არს, არამედ მარტივ; არცა სხუასა შორის, არამედ თჳს-შორის: სამარადისო ვიდრემე არს (პრ.,კავშ., პეტრ., 49, 34.9-11); ყოველი თჳთმდგომი დაეზესთაების ჟამისა მიერ განზომილსა არსებით (პრ.,კავშ. პეტრ.,51, 34.30-31); არ-ვინაჲ წარმოდგომილ არს თჳთმდგომი ჟამსა შორის (პრ.,კავშ., პეტრ.,51, 35.1-3); ყოველი თჳთმდგომი თჳსდა მიმართ არს უკუმქცევ, რამეთუ თჳსგნით აწარმოებს, და უკუნ-ქცევასაცა თჳსდა მიმართვე ჰყოფს (პრ.,კავშ., პეტრ., 42, 31.14-17); თჳს მიერ წარმოჩენილი და თჳთმდგომი უხუცეს სხჳსა მიერ მყოფობად წარმოჩენილთა (პრ.,კავშ., პეტრ., 40, 30.14)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.