თავისთავადობა, თვითარსებობა
- ბრძენნი იგი წარმართთანი ყოფადთაგანისა ყოვლისა ანუ ღმერთსა იტყჳან მიზეზად, ანუ საჭიროსა ანუ იძულებასა, ანუ ბუნებასა, ანუ ბედსა, ანუ თჳთყოფასა (დამასკ., გარდ., 136, ეფრ.); – τὸ αὐτὸ εἷναι – და არა არს არსი, რომლისა არა არსება და საუკუნე არს თჳთყოფაჲ იგი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); და უკუეთუ მეტყოდი, ვითარმედ რაჲ სთქუა ყოვლად თჳთყოფად სახელ-დებულთა მათთჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6); რამეთუ არა თუ არსება რამე საღმრთო ანუ ანგელოზებრ ყოფად ვიტყჳთ ჩუენ თჳთყოფასა მყოფისა მის არსთა ყოველთა მიზეზისასა (რამეთუ იგი მხოლოჲ არს ყოფაჲ ყოველთა არსთაჲ და თჳთ მის ყოფისაჲცა ზეშთაარსებისა დასაბამ და არსება და მიზეზ) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6); და მისგან და მის შორის არს თჳთყოფაჲცა (αὐτὸ τὸ εἷναι) იგი და დასაბამნი არსთანი და ყოველნი არსნი და რაოდენნი ვითარ-სახედცა რაჲმე ყოფითა იპყრობებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.6); რამეთუ დასაბამი არს არსთაჲ, რომლისა მიერ არს ყოველთა თჳთყოფაჲცა იგი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.7); თჳთყოფაჲცა იგი პირველითგან მყოფისაგან არს და მისი არს ყოფაჲ, ხოლო თჳთ იგი არა ყოფა არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.