მისაღებელ-ი •
მონაწილე, მოზიარე
- ხოლო რომელმან-ესე შეიყუაროს ნამდჳლვე ზეშთასოფლისა და წმიდაჲ მისაღებელი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.II.2); – μέθεξις ἡ – არა ხოლო ამისთჳს, რამეთუ ღმერთ-მთავრობითი საიდუმლოთა მიღებაჲ თითოეულისა მღდელთ-მთავრობისა და სამღდელოჲსა მისაღებელისა თავ არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.5);
•
ის, რასაც ეთანხმებიან, მისაღები, დასაშვები (დებულება, კამათის დროს)
- უკუეთუ ესე მიეცეს სევიროჲსგანთა, მიერითგან არა იგიცა სამართლად თქუანა, ვითარცა მიცემულისა მიმართ მისაღებელისა, ვითარმედ არ ბოროტითა ანუ ვერაგითა რაჲთმე თნებითა ერთსა ვიტყჳთ ბუნებასა, არამედ მნებებელნი, ვითარსახედ და თქუენცა ნებისა მიერ, უმწუერვალესისა შეერთებისა ჩუენებასა მის მიერ (მქს., პიროს., გელ., 27,38)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.