მოძრაობის სახე: წრიული მოძრაობა
- სულისაცა მოძრავობაჲ მომრგულებითი არს თავისავე მომართ თჳსისა შემომავალობაჲ გარეგანთაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9); – κυκλικῶς – ამისთჳს მოძრავობაჲ ითქუმის წმიდათა მათ გონებათაჲ მომრგულებითად უკუე, რამეთუ შეერთებულ არიან დაუსაბამოთა მათ და დაუსრულებელთა გამობრწყინვებათა კეთილისა და სახიერისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.8); ხოლო მომრგულებითად იტყჳან ძრვასა [ცისასა] და მჭირსე-მყოფლობასა მისშორისთასა და ესრეთ გებასა მტკიცედ და დაუჴსნელად(დამასკ., გარდ., 83, არს.); – τὸ κατὰ κύκλον – იკანკლედობითად სიმტკიცითსა წინა-გამომავალობასა და მიმრეცსა დგომასა სახელ-ედებოდედ, ხოლო მომრგულებითად – იგივეობაჲ და საშუვალთა და კიდეთა პყრობაჲ და თჳთ მათ სხუათა მპყრობელთაჲცა მის მიერვე პყრობჲ და კუალად მისსა მიმართვე მიქცევაჲ ყოველთავე მისგან გამომავალთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.9)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.