ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=4780
მონა
Gk. δοῦλος ὁ
 
სამებაჲ სრული დიდებითა და სამარადისოებითა და მეუფებითა. არა განყოფელი, არცა უცხოქმნული, არცა რაჲ უკუე დაბადებულთა გინა მონათაგანი არს სამებასა თანა, არცა შემოკრებულთაჲ, რომელიმცა პირველ არაყოფილ იყო (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 19, S 384, 344r);

მონა (წოდებულებით) – δοῦλος ὁ – უკუეთუ მონა არს, იგი, წოდებულობით უკუე ითქუმის მონად და არა თუ თჳთ არს მონა, რამეთუ ჩუენთჳს მიმღებელი ხატსა მონისასა მონადცა იწოდა ჩუენ თანა, რამეთუ უვნებელმან ჩუენთჳს ჰმსახურა ვნებაღა და იქმნა მსახურ მაცხოვარებისა ჩუენისა (დამასკ., გარდ., 213, არს.);

მონისა ხატი – τοῦ δούλου μορφή ἡ – მიიღო მონისა ხატი [ღმრთისა სიტყუამან] ჭეშმარიტებით, და არა ოცნებით (მიქ., მრწ. 7, ეფთ., Jer. 151, 84v);

მონაჲ ბუნებაჲ – δούληφύσις ἡ – შესწავებაჲ საჴმარ არს, ვითარმედ უმეცარი და მონაჲ ბუნებაჲ მიიღო და რამეთუ მონაჲ ბუნებაჲ მიიღო და რამეთუ მონაჲ არს კაცობრივი ბუნებაჲ შემოქმედისა მისისა ღმრთისაჲ და არა აქუს მეცნიერებაჲ ყოფადთაჲ (დამასკ., გარდ., 212, არს.);

მონა (უფლისა, იესუ ქრისტესი) – δοῦλος (’Ιησοῦ Χριστοῦ) ὁ – პავლე, მონა იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, განჩინებული სახარებისათჳს ღმრთისა (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); და იყო შემდგომად აღსრულებისა მოსეს, მონისა უფლისასა (თტე., ისუ. შეს., გელ., A 1108, 150r); θεράπων θεοῦ ὁ – რამეთუ იყოცა მშჳდ ფრიად და ამისთჳს ეწოდა მას მონა ღმრთისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9