- სათანადო არს ცნობად, ვითარმედ სხუაჲ არს მოქმედებაჲ და სხუაჲ – მოქმედებითი და სხუაჲ – მოქმედებული და სხუაჲ – მმოქმედებელი (დამასკ., გარდ., 188, არს.) სხუაჲ არს მოქმედებაჲ და სხუაჲ მოქმედებობაჲ და სხუაჲ რაჲსა და ვითარ მოქმედებაჲ და სხუაჲ მოქმედებული, რომელ არს ნამოქმედებაჲ და სხუაჲ მოქმედებითი და კუალად სხუა მოქმედი (დამასკ., ორთა ნებ., არს.,); მოქმედებითი არს, რომელსა აქუნდეს ძალი მოქმედებად (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); უკუეთუ შეერთებისაგან შეიქმნა მის შორის მოქმედებაჲ, ხოლო მამაჲ და სული წმიდაჲ არ შეეერთნეს ჴორცსა, არა სადმე მოქმედებითნი არიან (მქს., პიროს., გელ., 44,1); – ποιητικός ღმერთი ... მოქმედებითი არს ამათ ყოველთაჲ (დამასკ., გარდ., 69, არს.); ხოლო იკანკლედობითად ესრეთ იძრვის სული, რაოდენცა თჳსად განსაკუთრებითა საღმრთოჲსა მეცნიერებისაჲთა განბრწყინდებოდის არა საცნაურად და ერთობითად, არამედ სიტყჳერად და განფენითად და რეცა შერევნითად და მიმოცვალებისა მოქმედებითად (μεταβατικαῖς ἐνεργείαις) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9);
- მოქმედებითი ფილოსოფოსობაჲ – πρακτική [φιλοσοφία] ἡ – პრაქტიკული ფილოსოფია – განსწავლებენ ფილოსოფოსობასა: მხედველობითად და მოქმედებითად და სიტყჳერებითად (ამონ., ტარიჭ., 85,18)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.