დროის წრებრუნვა
- რაჲზომთამე განჩენილთა ჟამის მოქცევთა-შინა (ნემეს., პეტრ., 47, 5-6); წრებრუნვა, მოქცევა, უკუქცევა (დასაბამთან, ერთთან მიბრუნება), პერიოდი, არსის წარმოების ციკლი – περίοδος ἡ – არამედ მისგან კუალად მისდადვე უკუ-იმრგულოს სამარადისოდ მიდრეკადმან, ვინაჲ შექმნას მოქცევი (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.24-27); ყოველი მზიარებელი ჟამისაჲ, ხოლო სამარადისოდ მიდრეკადი, გზავნითთა მოქცევთა (περιόδοις) მიერ განიზომების (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.15-16); საჭირვო არს, რაჲთა [მზიარებელი ჟამისაჲ] იჴმარებდეს (χρῆσθαι) გზავნითთა მოქცევთა (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.18-20); ყოველი მიდრეკილი და ჟამის მზიარებელი სამარადისოდ მოქენე არს ჴმარებად გზავნითთა მოქცევთა და მომქცევებრ უკუიმრგულებს (ἀνακύκλεται) და მიდგების, სადაჲთ იწყო, კუალად მისდადვე (პრ., კავშ., პეტრ., 198; 119.3-5); – πρόοδος ὁ – [ყოველი ღმრთებრივი] განმრავლდების უკუე სამარადისოდ თჳსთა მოქცევთა მიერ ერთობისგან სიმრავლედმი მიქმნილი (პრ., კავშ., პეტრ., 125; 77.28-29);
- მოქცევ-ი (ღმრთებრივთა ნაგზავნთაჲ) – τῶν θεῶν προόδος ἡ – რაოდენცა მოქცევი ღმრთებრივთა ნაგზავნ-თაჲ, ესეზომვე-და მამათა ურთიერთას განყოფილებანი (პრ., კავშ., პეტრ., 151; 91.26-29); ყოველი ღმრთებრივთა მოქცევთა დასასრული თჳსთა დასაბამთა ებაძვის (პრ., კავშ., პეტრ., 147, 89,17-18; D.§146)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.