ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=5261
მოძღურება
Gk. διδασκαλία ἡ
სწავლება, მოძღვრება
 
მესამე [არს], რომელნი მიანდობენ ჟამსა სიჭაბუკისასა და ყოველი ჟამი სწორად უჩნს მოძღურებისა და წინამძღურობისათჳს (ნაზ., ჰომ., 39. XIV, ეფთ.);
მოძღურება საღმრთო – ἔνθεος διδασκαλία ἡ – საღმრთოთა მოძღურებათა კადნიერებით მჴუმეველნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.14); ნათლის სახესა მას ბრწყინვალებასა საღმრთოთა მოძღურებათა თჳსთასა უშურველად განჰფენს ყოველთა ზედა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.3); სიწმიდით ნათელ-ღებულთა სახისშემოღებითი მოძღურებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.7); რამეთუ იყვნეს ვიეთნიმე მაშინცა, რომელნი მოძღურებასა ღმრთისმსახურებისასა გამოჰკითხვიდეს (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 16, S 384, 343v); და ჴელთაშინასა გულისჴმისყოფასა სახისმეტყუელებითსა წარმოაჩენს მოძღურებასა (ეკლსტ., გელ., 274. I); ხოლო საპოვნელ არს მიმოლესული მოძღურებაჲ ეკლესიასტესა შინა (ეკლსტ., გელ., 2. II);
მოძღურება მისათხრობელი – διδασκαλία ἐξηγητική ἡ – განმარტებითი მოძღვრება, ეგზეგეტიკური სწავლება – საწურთელად ხოლო გონებისა აღვსწერთ წინამდებარესა ამას გულისჴმისყოფასა და არა მოძღურებად მისათხრობელად შემდგომით-შემდგომად (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 11);
მოძღურება მომაქცეველი – ἐπιστρεπτικὴ διδασκαλία ἡ – ხოლო მეორისათჳს, ვითარმედ, ვითარცა სიწმიდით ცხორებისაგან განდგომილნი, კუალად მოიქცევიან კეთილთა მათ სიტყუათა მომაქცეველითა მოძღურებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.1);
მოძღურება წმიდა – ἱερὰ παράδοσις ἡ – და იპოვების… ყოველთა სახის-შემოღებითსა ღმრთის მეტყუელებასა შინა კეთილი, რომელი-იგი შეეტყუების საღმრთოთა წერილთა წმიდასა მოძღურებასა და ჭეშმარიტებასა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.6); მეცნიერება, ცოდნა – ἐπιστήμη ἡ – ფილოსოფოსობაჲ არს ჴელოვნებაჲ ჴელოვნებათაჲ და მოძღურებაჲ მოძღურებათაჲ (დამასკ., დიალ., 52,5, ეფრ.);δόγμα τό – ხოლო ესე სახარებათა მოძღურებისა მოწაფენი (თტე., მიქ. 5.8, გელ., K 1, 404r);
მოძღურება და სწავლაჲ მღდელთაჲ – საიდუმლო მოძღვრება – μυσταγωγία ἡ – სიბრძნისმოყუარეთა განშორებულთაცა უჴმს მოძღურებისა და სწავლისა მღდელთაჲსა სმენად (ნაზ., ჰომ., ეფთ.) // შდრ. მოქენე მესაიდუმლობებისა (ნაზ., ჰომ., 21, XIX, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9