ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=6274
განგებულება-ჲ
გან-ჴორციელება-ჲ
Gk. πρόνοια ἡ
ღმრთის წინასწარი ჩანაფიქრი, განზრახვა, განგება
 
განგებულებაჲ უკუე არს ღმრთისამიერი იგი მოღუაწებაჲ არსთაჲ, და კუალად, განგებულება არს განზრახვაჲ ღმრთისაჲ, რომლისაგან ყოველნი არსნი შემსგავსებულსა და ჯეროვანსა მართებასა მიიღებენ (დამასკ., გარდ., 140, ეფრ.); ჯერ-არს ცნობად, ვითარმედ მრავალ არიან სახენი ღმრთისა განგებულებათანი, რომელნი-იგი არა ხოლო სიტყჳთ გამოსათარგმანებელად, არამედ გონებითა დასატევნელადცა შეუძლებელ არიან (დამასკ., გარდ., 143, ეფრ.); რამეთუ მათ მიერ განგწმედს შენ განგებულებაჲ ღმრთისაჲ (აბ. თალ., გ. ათ., I, 28);οἰκονομία ἡ – რამეთუ წყალობითა სავსე არს ჴორციელი განგებულებაჲ ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲ (თტე., რიცხ. 11, გელ.; A 1108, 44v); არამედ ვჰგებდეთ საღმრთოსა განგებულებასა (თტე., II სჯ. 6, გელ.; A 1108, 103r); შემდგომად მცირედისა მასწავლელი არ-გამოძიებად საღმრთოთა განგებულებათა (თტე., წინასწ., ამბაკუმი, „მიზეზი“, გელ., A 1108, 294v); დიდ არს საიდუმლოჲ სიტყჳსა ღმრთისა განგებულებისაჲ (დამასკ., დიალ., 36,19, ეფრ.); – თჳთეულისა ამათგანისა საიდუმლოთა თჳთებაჲ უწყის ყოველმან ერობამან და მსოფლელობამან განგებულებასა შინა განჴორციელებულისა სიტყჳსა (სტით., სომხ. წვალ., არს. II,1); პირველი კითხვაჲ ჩუენ მიერ მწვალებელთა მიმართ ჴორცთამიერისა განგებულებისათჳს (ანასტ. სინ., არს. I. 235); სამეუფო ღმრთისა ქმნილი ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და კეთილმსახურებითა სავსე არს, მართლიად მორწმუნე სამებისაჲ და მართლგამომეტყუელი განგებულებასა სიტყჳსასა, ვითარ-ესე აწ უპყრიეს ყოველსა ეკლესიასა მორწმუნეთასა (სტით., სომხ. წვალ., არს. II, 26); ყოველსა ბუნებითსა ქრისტეს ზედა თანშეყოფილად აქუს მისებრსა სიტყუასა თანა გუარიცა ზეშთბუნებისაჲ, რაჲთა სიტყჳსა მიერ ბუნებაჲ სარწმუნო იქმნეს და განგებულებაჲ გუარისა მიერ (მქს., პიროს., გელ. 23,29) (შდრ. განჴორციელება, მქს., პიროს., ეფთ.); ყოველივე მსგავს ჩუენდა იყო და უზეშთაეს ჩუენსა, რაჲთა მსგავსებითა მით ჩუენითა ბუნებაჲ იგი კაცობრივი, რომელი შეიმოსა, სარწმუნო იქმნას და უზეშთაესობითა მით განგებულებაჲ მისი გამობრწყინდეს, (მქს., პიროს., ეფთ. 6,39); რომელთა მიერ ყოვლისა ოცნებისაგან წმიდაქმნილად აჩუენა განგებულებაჲ (მქს., პიროს., გელ. 18,9);διοίκησις ἡ – პირველი იგი ჩუენ-ძლითი სიტკბოებისა თჳსისა განგებულებაჲ სრულ-ყოს მიუწთომელითა საიდუმლოჲთა (ლეონ., ეპ. 3, არს.; S 1463, 218r);
განგებულებისაებრი შეერთებაჲ – οἰκονομική ἕνωσις ἡ – ესენი არა შეცვალებითა იქმნნეს ბუნებისაჲთა, არამედ განგებულებისაებრითა შეერთებითა, გუამოვნებითსა ვიტყჳ, რომლითა-იგი განუწვალებელად შეერთებულ არს სიტყჳსა ღმრთისადა, და ურთიერთას დამტევნელობითა ბუნებათაჲთა (დამასკ., გარდ., 202, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9