აღძრვა-ჲ •
I. მოძრაობა
- არიან ადგილნი თითოსახენი, რომელთაგან იქმნების აღძრვაჲ ჰაერისაჲ, რომელთაგან მოუღიეს ქართაცა სახელისდებაჲ (დამასკ., გარდ., 97, ეფრ.); ვინაჲთგან უკუე ბუნებითთა აღძრვათათჳსცა დაღაცათუ ვჰპოებთ, ვითარმედ შეცვალებაჲ შეუთქს მსგავსად სხუათა მათ ძრვათა (დამასკ., დიალ., 48,9, ეფრ.);
•
II. შინაგანი მოძრაობა - სულიერი და გონიერი ძვრა, ამოძრავება
- ნებებაჲ არს აღძრვაჲ სიტყჳერი და ცხოველობითი, მხოლოდ ბუნებითთა ოდენ წესთაგან შესრულებული (დამასკ., გარდ., 128, ეფრ.); - κίνημα τό - სიტყჳერობითად და გულისმთქუმელობითად და გულისწყრომითობითად განიყოფებიან აღძრვანი სულისანი (ეკლსტ., გელ., A 61, 121. I); შინაგანთა საქმეთა გამოცხადებულნი აღძრვანი საანჯმნო-ჰყოფენ, ვითარცა უცნაურთა ხეთა – გამომღებელნი ნაყოფნი (აბ. თალ., გ. ათ., III, 65); ნება ღმრთისაჲ და პირველი მიმართებაჲ გონებისა აღძრვისაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ბას., პასუხ. ექუს., უძვ., ანონ. 40, 19-20); - κίνησις ἡ - გონებითი პირველი აღძრვაჲ საღმრთოჲ სიყუარული არს ღმრთისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.I.1);
•
III. ხორციელი, ან მანკიერი გრძნობების მოძრაობა
- ეგრეთვე ჩემდა ცხად არიან თჳთ იგი აღძრვანიცა გულისსიტყჳსანი (თტე., II სჯ. 38, გელ., A 1108, 135რ); აღძრვისა გინა ჩუეულებისასა შეცვალებადთა მათ მიმართ ქმნილისა ვნებულისა სიყუარულისასა და პირუტყულსა მას ძლეულებასა ჴორციელისა ნებებისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4); - κίνησις ἡ - და მისსა მიმართ სურის ყოველთა, საცნაურთა უკუე და სიტყჳერთა – მეცნიერებით, ხოლო უდარესთა მათსა – გრძნობითად და სხუათა – ცხოველობისა აღძრვითად, გინა არსებითად, ანუ წესისა მათისა მარჯუეობითად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); უნაწილოთა - გრძნობისაგან მათ შორის დანერგულითა მით აღძრვითა ცხოვლობისა სურვილისაჲთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); და არა ყოვლად უნაწილო არიან კეთილისაგან მით კერძოჲთა, რომლითა არიან, და ცხოველ არიან და სცნობენ და ყოვლად არს რაჲმე მათ შორის აღძრვაჲ წადიერებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); ვინაჲცა არა ნივთისაგან არს სულთა შინა სიბოროტე, არამედ უწესოჲსა და ბრალეულად აღძრვისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.28); - ὄρεξις ἡ - ხოლო ჯუარის-სახისა სახისა დაბეჭდვაჲ… ცხად ჰყოფს ზოგად ყოველთავე ჴორციელთა აღძრვათა უქმებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.3); - ὁρμή ἡ - არათუ ვითარმცა პირუტყულთა აღძრვათა თჳსთა… მსახურად მიუდგენდეს ყოვლად ბრძენსა მღდელთ-მთავრობასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.7); ვერცაღა თუ ქებად მისსა შემძლებელ არიან, ვითარცა ყვანებულნი ცნობითა პირუტყულითა და აღძრვითა სულისა წინააღმდგომისათა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 324r); რამეთუ რისხვაჲ პირუტყუთა უკუე ვნებულისა აღძვრისაგან შეემთხუევის და პირუტყუებითა აღსავსე არს რისხვის სახეობითი იგი კრთომაჲ მათი (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.