- უკუეთუ გარეშეთაგანცა საჴმრისა რაჲსმე მოსთულებაჲ შეუძლო, არავე განსაგდებელთაგანი არს (დამასკ., გარდ., 268, არს.);
- გარეშე (ბუნებისაჲ) (ანტ. ბუნებითი) – παρὰ φύσιν – არაბუნებრივი – მივსდრკეთ რაჲ ბუნებითისაგან, რომელ არს სათნოებაჲ, გარეშესა ბუნებისასა მოუჴდებით და სიბოროტესა შინა ვიქმნებით (დამასკ., გარდ., 145, არს.); გარეშენი ოდენ ბუნებისა წინააღმდგომ არიან საღმრთოჲსა ნებისა, რომელ არს თჳსისა გამორჩევისა და მცოდველობითისა გემოჲსაებრი წადიერებაჲ, ესე იგი არს ცოდვაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); – ვინა თგან განმხრწნელობითნი არიან ბუნებითთანი გარეშენი ბუნებისანი (მქს., პიროს., გელ., 31,22);
- გარეშეჲ (მასწავლელი) – არაქრისტიანული სწავლება, ფილოსოფია, სიბრძნე – ἔξωθεν διδαχθείς ὁ – თჳთ მათვე გარეშეთა სწავლათა შინა დამაშურალთაგან ისწავა დაუდგრომელობაჲ შჯულთა საწარმართოთაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 9, S 384, 340 r); – ἔξω σπουδή ἡ – მიაქუნდა ყოველივე სიმდიდრე სიბრძნისა და მეცნიერებისაჲ, რომელი, ვითარცა მოფარდულსა ჴელოვანსა, გამოეფრდო თანაზრახვათა და მოსწრაფებით კითხვითა გარეშეთა მათ მასწავლელთაჲთა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 13, S 384, 342r);
- გარეშე ფილოსოფოსობა – ἔξωθεν φιλοσοφία ἡ – გუამი რაჲმე არს სამყაროჲ, მტკიცე და მაგარი, გინათუ ოთხთა მათ ნივთთაგანი, ანუ თჳნიერ მათსა სხუაჲ რაჲმე, ვითარცა ეოცნა გარეშესა ფილოსოფოსობასა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 13);
- გარეშეთა ფილოსოფოსთა მოძღურებაჲ – ἔξω φιλοσοφία ἡ – არასაეკლესიო სწავლება, გარეშე სიბრძნე – პირადპირადსა მას სწავლულებასა თჳსსა გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა მოძღურებისა თარგმანებითა საანჯმნო-ჰყოფდა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I,7); ეგრეთვე დიდმან ამან მოსწრაფებით იწუართა გარეშეთა იგი სიბრძნე, რომლითა კერპთმსახურებაჲ მრავალთა შორის დაემტკიცების (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 9, S 384, 340 r) – ἔξω σοφία ἡ – რამეთუ ვითარცა მოასრულა ყოველივე იგი სიბრძნე გარეშეთაჲ, მიემთხჳა ფერმილიანეს ვისმე წარჩინებულსა სიკეთითა მამულისაჲთა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 13, S 384, 341 r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.