სურვილი, წადილი, ნება
- სულისაცა ჩუენისა მრჩობლნი არიან მოქმედებანი: რომელნიმე მეცნიერებითნი..., რომელნიმე ცხოვლობითნი და წადიერებითნი, ვითარ განზრახვაჲ, გულისწყრომაჲ, გულისთქუმაჲ (ამონ., ტარიჭ. 12,17); განიწვალების წადილი სამად: გულისთქ[მ]უმად, გულისწყრომად და განზრახვად (ნემეს. პეტრ., 134, 21-22);
I. პოზიტიური – ხოლო კუალად გულის-თქუმაჲ – საღმრთოსა ტრფიალებასა [შევამსგავსენითმცა] (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.8); – და რამეთუ თქუა რაჲ უფალმან, ვითარმედ: გულისთქუმით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა (სტით., სომხ. წვალ., არს., V,11);
II. ნეგატიური – ითქუმის უკუე მდებარეცა იგი ჴორცთა შინა ჩუენთა მშჳნვიერი სული და გრძნობაჲ ცოდვისაჲ, ესე იგი არს, გულისთქუმაჲ და გემოვნებაჲ ჴორცთაჲ – შჯულად ასოთა ჩუენთად (დამასკ., გარდ., 285, არს.); ეგრეთვე გულის-თქუმის-ყოფად პირუტყუთა ვიტყჳთ დაუპყრობელობასა რასმე და ნივთიერსა დაუმჭირველობასა მათ შორის აღმოცენებულისა მის აღძრვისა გინა ჩუეულებისასა შეცვალებადთა მათ მიმართ ქმნილისა ვნებულისა სიყუარულისასა და პირუტყულსა მას ძლეულებასა ჴორციელისა ნებებისასა, რომლითა ყოველთა ცხოველთა მიმართ მიიზიდვოდიან გრძნობადისა მის გულის-თქუმისა მიერ (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.4); ესოდენ უმძლავრეს არს ბრძოლათა მიერსა წყობასა ბრძოლაჲ გულისთქუმისაჲ (თტე., მსჯ. 22, გელ.; A 1108, 192r); – [კაცი] ეზიარების უკუე უსულოთა ვიდრემე ჴორცთა ოთხთა ნივთთაგან შემოკრებულობისაებრ ... ხოლო ნერგთა ამისებრცა და მოზარდობითისაებრ და აღორძინებადობითისა ძალისა ... ხოლო პირუტყუთა გულისწყრომითა და გულისთქუმითა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r); რომელთა გულისთქუმაჲ ნაყროვნებისა ვნებასა წარმოაჩენდა (თტე., რიცხ. 18, გელ.; A 1108, 53r); მყის განვრისხნებით და იქმნების ვნებაჲ შერეული გულისთქუმისაგან და გულისწყრომისა (დამასკ., გარდ., 118, ეფრ.) (შდრ. გულისწყრომისა (დამასკ., გარდ., 118, არს.)); ვითარმედ არა გულისთქუმისა მონებითა ჰქმენ ესე (თტე., რუთ. 2, გელ.; A 1108, 203r); ეწყვე ახოვნად გულისწყრომასა და გულისთქუმასა (აბ. თალ., გ. ათ., I, 17); არამედ ვითარმცა ვინ თქუა, რაჲ არს ეშმაკთა შორის ბოროტი? ვეტყჳთ, ვითარმედ რისხვაჲ პირუტყული, გულის-თქუმაჲ უგუნური, ოცნებაჲ აღტაცებული (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); უკუეთუ მოსპო მათგან რისხვაჲ და გულისთქუმაჲ და სხუაჲ, რაოდენი რაჲ ითქუმის მათთჳს, და არარაჲ არს ბუნებასა მათსა შინა მარტივი, ესე იგი არს გუამოვნებითი სიბოროტე (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.25); და თავად გულისჴმა-ვჰყოფთ გონებასა... ხოლო მკერდად მრისხანებასა და მუცლად გულის-თქუმასა, ხოლო წჳვად და ფერჴად ბუნებასა ვიტყჳთ და სახელებსა ასოთა კერძოებისასა თანა-შესატყუებელად ძალისა ვიჴუმევთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5); ანუ არა განმყოფელობითთა მათცა აღჳრ ვასხნეთა გულისთქუმათა განშორებითა მათგან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.8); უცხოჲთა შობითა იშვა, ვინაჲთგან უხრწნელი ქალწულებაჲ გულისთქუმისაგან უკუჱ უცხო იყო (ლეონ., ეპ. 4, არს.; S 1463, 218r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.