ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=7496
გულის-ჴმის-ყოფა
Gk. νοέω ··
მოსაზრება, მოფიქრება, გაგება, გააზრება
 
ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, თუ ვითარ მცირისა მის მიერ ჴმისა, და ბრძანებისა ესრეთ მოკლისა, მყისსა შინა განჴმელი იგი და ბერწი ქუეყანაჲ ნაყოფის გამომღებელად ცდა შობად აღიძრა! (ბას., ექუს., გ. ათ., 51, 14-16); ხოლო მე რაჟამს მესმეს თივაჲ, თივადვე გულისჴმა-ვყავ (ბას., ექუს., გ. ათ. 104,5); 11,22 შიშითა ღმრთისაჲთა და ყოვლითა კრძალულებითა დატევნად შემძლებელთა ეტყოდედ და მიუგებდენ და გამოუთარგმანებდინ, თუ რასა გულისჴმა-ჰყოფს და ვითარ გულისჴმა-ჰყოფს ქრისტესთჳს ბუნებასა, ესე იგი არს – ჭეშმარიტი საქმე და არა ბუნებაჲ გუამოვნებითი, რომელ არს პირებითი, არცა ბუნებითი კერძოჲ (ანასტ. სინ., არს. I 68-71); ანგელოსთა მიეცა ძალი, რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდენ (დამასკ., დიალ., 13,2, ეფრ.); – აღყუანებითცა შესაძლებელ არს გულისჴმისყოფაჲ ამისი (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,100I);κατανοέω – რამეთუ აღსასრული ორთაჲვე განშორებისაჲ მრავალთაგან ესე იყო განწმედილითა თუალითა სულისაჲთა გულისჴმისყოფად საღმრთოთა საიდუმლოთა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 15, S 384, 343 r); გულისჴმის-ყოფა გონებითა – კაცი მარტივად საჩინო არს საგონებელობითა (ἐπινοία), ხოლო მრჩობლ გულისჴმა-იყოფების გონებითა (დამასკ., დიალ., 51,19, ეფრ.);λογίζομαι – ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ბუნებაჲ მცურვალთაჲ რეცა თუ უსრულ არს ცხორებისა ზიარებასა შინა (ბას., ექუს., გ.ათ., 91, 1-5); არა გულისჴმა-ვყოთა და განვიზრახოთ (λογισόμεθα), ვითარმედ არა ყოველი მუცლისათჳს ხოლო დაბადებულ არს ჩუენისა? (ბას., ექუს., გ.ათ., 53,26)διαλαμβάνω შეუძლებელ არს ნათესავისა გულისჴმისყოფაჲ თჳნიერ სახისა, ანუ თუ სახისაჲ თჳნიერ ნათესავისა (დამასკ., დიალ., 2,4, ეფრ.)συνίημι – და მათ ვერ ცნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და ვერ გულისჴმა-ყვეს განზრახვაჲ მისი (თტე., მიქ. 4.11-12, გელ., K 1, 401r);ἀπεικάζω – და ვიეთმე უკუჱ მეუფისა ღმრთისათჳს გულისჴმა-ყვეს ესე (თტე., რიცხ. 43, გელ., A 1108, 77v)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9