ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=8356
საყდარ-ი
 •
Gk. θῶκος ὁ
კათედრა, სავარძელი
 
ამას თანა გჳრგჳნთა და საყდართა, სასუმელთა და ტაკუკთა იტყჳან მისთა და სხუათა საიდუმლოჲს სახეთა შემოიხუმენ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8);θρόνος ὁ – იხილა უფალი საყდარსა ზედა მჯდომარედ (თტე., ამოს., გელ., 1.1, S 417, 100r); ძე ღმრთისაჲ, ზენაჲთ საყდრით გარდამოსრული (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r);
საყდარი ზეცისა – ὑπερουράνιος θρόνος ὁ – ხოლო იესუ მოწყალე ექმნა საქმესა მას და აღდგა ზეცისა საყდრით და ვიდრე მათდამდე შთამოვიდა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6);

 •
Gk. θρόνος ὁ
ზეციური ძალები, ზეციური დასი
 
მის მიერ დაებადა ყოველივე, გინათუ ხილული, გინა თუ არა-ხილული, გინათუ საყდარნი, გინათუ უფლებანი, გინათუ მთავრობანი, გინათუ ჴელმწიფებანი, გინათუ ძალნი... (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 16-19); რამეთუ წმიდათა მათ საყდართა და თუალ-მრავალთა და ფრთე-მრავალთა დასსა, ქერობინ და სერაფიმ წოდებულთა ენისა მიერ ებრაელთაჲსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 6.2); განმაჴურვებელ უკუე ითარგმანებიან საყდარნიცა და განმფენელ სიბრძნისა საჩინოებითითა ღმრთის სახეობათა მათთა გუარებისა სახელებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.1); ხოლო უმაღლესთა მათ და უზენაესთა დასთა საყდარ წოდებაჲ გულისჴმა-გჳყოფს მათთჳს ყოვლისავე ფრჴივ მავალისა სურვილისაგან შეურევნელად აღმატებულებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.1); [ქრისტე] მჯდომარე არს მარჯუენით მამისა ქერობინებრთა ზედა საყდართა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130v); დასასრულისასა მას დასსა ზეცისა გონებათასა არა აქუს სიტყუაჲ მთავრობად ანუ საყდრად გინა სერაფიმად სახელის-დებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9