მოცულობა, ფართობი, განფენილობა
- გუამსა აქუს განფენაჲ სამკერძო: სიგრძედ, სივრცედ და სიღრმედ, ესე იგი არს, სიზრქედ (დამასკ., დიალ., ეფრ. 36,14); არს მოსწავლეობაჲ რომელსა-იგი განშორებასა ხოლო შინა თჳსსა და სივრცესა საზომთასა აქუს არსებაჲ აგებულებისაჲ; ესე იგი არს სივრცე და სიღრმე, და სიმაღლე (ბას., ექუს., გ. ათ., 31, 22-25); ხოლო სტოელნი იტყჳან მათვე ადგილთა მიდგომად ცთომადთა ვარსკულავთა და მისვე წენტილისად სიგრძეთაებრცა და სივრცეთა, სადა თჳთეული იყო დასაწყისსავე (ნემეს., პეტრ., 150; 10-12); – διάστημα τό – ვითარმცა ვინ იტყოდა, ვითარმედ სივრცე დღისა ერთისაჲ არს რიცხჳ ოც-და-ოთხთა ჟამთაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 25, 19-20); ღმერთმან, რომელმან შექმნნა ჟამთა ბუნებანი, საზომად და სასწაულებად მათდა სივრცენი დღეთანი განაწესნა (ბას., ექუს., გ. ათ., 25, 20-27); პირველ სოფლისა დაბადებისა, ოდეს-იგი არცა მზე იყო განმყოფელად დღისა ღამისაგან, არა იყო ჯერეთ საუკუნოჲ განზომილი, არამედ უჟამოთა მათ თანა განგრძელდებოდა, ვითარცა ძრვაჲ და სივრცე წელიწდეული (დამასკ., გარდ., ეფრ., 74); – μέγεθος τό – დგას ცაჲ ვითარცა კამარაჲ, სიტყჳსაებრ წინაწარმეტყუელისა, და ქუეყანაჲ, მიუთხრობელი სივრცითა და სიმძიმითა, თჳთ თავსავე ზედა თჳსსა დაფუძნებულსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 53, 27-29);
- სივრცე-ჲ სულებრივი – სულებრივი სივრცეჲ – ψυχικῷ πλάτει – არა მარტივ სულ არიან, არამედ სულ საღმრთო, და შესაბამად საღმღთოჲსა რიცხჳსა სულებრივსა სივრცესა (ψυχικῷ πλάτει) შორის წარმოუყენებია თჳსი წესი (პრ., კავშ., პეტრ., 201; 120.15-17); ლოგიკ. აქ: იგულისხმება გვარ-სახეობრივი იერარქიაში უფროსუმცროსობა არა ერთი სახის ქვეშ, არამედ ერთი გვარის ფარგლებში – πλάτος τό – უკუეთუ შეუნდოსცა (=დაუშვას) ვინ მათ შორის ყოფაჲ უფროჲს-უმცროჲსობისაჲ, არა სივრცეთა შორის (ჰორიზონტალურად) იყოს, არამედ სიღრმეთა (ვერტიკალურად) შორის..: არცა კაცი კაცისა უფროჲს კაც, ანუ უფროჲს სიტყჳერ არს, არცა ცხენი ჴარისა უფროჲს ცხოველ, ანუ ამათსა – კაცი, არამედ სიღრმისებრთა შორის…შესაძლებელ არს სახილველობაჲ ამისი, ამეთუ უზენაესნი უდიდეს [არიან] უქუენაესთასა.., ვითარ-იგი სიტყჳერი უფროჲს არს გონებისა შორის, ხოლო უმცროჲს – სულისა შორის... (ამონ., ტარიჭ., 74,27-33)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.