ლექსიკონები ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი
Link to the dictionary http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=27
Link to the term http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=27&t=8951
სიმრავლე
 •
Gk. πλῆθος τό
რაოდენობის ერთ-ერთი სახე; სიმრავლე; მრავალგვარობა, მრავალფეროვნება
 
სამთა და ოთხთა ზედაობაჲ სიმრავლესა დაჰნიშნავს (თტე., ამოს., გელ., 1.3, S 417, 101r); რაოდენისაჲ რომელიმე დიდ არს და რომელიმე – მრავალ, სიდიდე უკუე განიზომების, ხოლო სიმრავლე – აღირიცხუვის (დამასკ., დიალ., ეფრ. 36,22); სახენი სიმრავლითა ვიდრემე უკნინეს არიან განუკუეთელთასა (ამონ., ტარიჭ., 67,15); მყოფნი განსაზღვრებულ არიან სიმრავლითაცა (τοῖς πλήθεσι) და სიდიდითა (პრ., კავშ., პეტრ., 198; 118.22)

 •
Gk. πλῆθος τό
ნეოპლატ.
ფილოსოფიური სისტემის ძირითადი ცნება – „სიმრავლე“, რომელიც „ერთისაგან“ იწარმოება და მისკენვე უკუიქცევა
 
ყოველი სიმრავლე მეორე და შემდგომი არს ერთისა (პრ., კავშ., პეტრ., 5; 6.4); ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა, ხოლო, თუ არ ეზიარების, არცა ყოველი ერთ იყოს, არცა თითოეული მრავალთაჲ, რომელთაგან სიმრავლე (პრ., კავშ., პეტრ., 1; 3.7); ეზიაროს ვიდრემე სიმრავლე ერთსა თჳსითა ბუნებითა, და არარაჲ არს ნაწილთა მისთაჲ, რომელიმცა არაერთი იყო (პრ., კავშ., პეტრ., 5; 6.18-20); შეუძლებელ არს ყოფად რაჲსავე სიმრავლისა, არ-თუ ეზიაროს ერთსა, არცა ვიდრემე პირველ ერთისა სიმრავლე (პრ., კავშ., პეტრ., 5; 6.10-11); ყოველი სიმრავლე, უმახლობლესი ერთისაჲ რაოდნობითა უმცრო იყოს უშორიელესსა, ხოლო ძალითა – უმეტეს (პრ., კავშ., პეტრ., 62; 41.2-3);πᾶν πλῆθος τὸ – ყოველი სიმრავლე თჳსითა ბუნებითა განუსაზღვრებელ არს, არამედ ერთისა მიერ განისაზღვრების (პრ., კავშ., პეტრ., 117; 72.5-6); განიზომების ვიდრემე ყოველი სიმრავლე მყოფთაჲ ღმრთებრივთა ერთთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 117; 72.11-12);
სიმრავლე ერთებრივთა რიცხუთა – (იხ. ერთებრივი რიცხჳ) ჰენადების, ღმრთებრივი, აბსტრაქტული რიცხვების სიმრავლე – τὸ πλῆθος τῶν ἑνάδων – ყოველი დამბრწყინი ნამდჳლმყოფისაჲ – ერთებრივთა რიცხუთა სიმრავლე არს დაფარული და გონიერი (პრ., კავშ., პეტრ., 162; 97.19-20); ყოველი სიმრავლე ერთებრივთა რიცხუთაჲ, ზიარებული პირველისა და უზიარებელისა გონებისაგან, გასაგონო არს (პრ., კავშ., პეტრ., 163; 98.6-7);
სიმრავლეჲ ზესთ-აღმკულისა – τὸ ὑπερκόσμιον πλῆθος – არცა მხოლოდ ზესთაღმკულისა წარმოდგა სიმრავლე, არამედ არიან აღმკულისშორისინცა, ვინაჲ-და ითქუმის რიცხჳ ღმრთებ-რივთაჲ აღმკულისშორისიცა (პრ., კავშ., პეტრ., 166; 99.28-29)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.

© 2007 David A. Mchedlishvili

Powered by Glossword 1.8.9