თვისება, თვისობრიობა, რაგვარობა
- თჳთოეულსა [ნივთსა] განთჳსებული და განკუთნვილი აქუს სიპოხე და ვითარებაჲ, რომლისა მიერ სხუათა მათგან განიყოფვის, და თჳთ თუ რაჲ არს თჳთოეული მათი, იცნობების, რამეთუ წყლისა განთჳსებული ვითარებაჲ არს სიცივე, და ჰაერისა სინოტიე, ხოლო ცეცხლისა – სიმჴურვალე (ბას., ექუს., გ. ათ., 46, 31-36); არცა ვეძიებდეთ უქმსა რასმე ბუნებასა სიპოხეთაგან, რომელი-იგი უვითარებო არს თჳსითა აგებულებითა, არამედ ღჲთა კეთილად უწყოდით, ვითარმედ ყოველივე, რომელი მის შორის იილვების, შეიქმნა იგი დამამტკიცებელად და აღმავსებელად არსებისა მისისა (ბას., ექუს., გ. ათ., 10.17-20); არა ერთსახედ უწყით თჳთოეულისა ნივთისა სიპოხე... არამედ თჳთოეული მათი მრავალთა სიპოხეთა შინა იხილვების (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VI, 22)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.