Gk. τρία γένη τῶν ψυχῶν τά - საცხად იყავნ, რომელ სამი ტომი არს სულთაჲ: პირველად უკუე საღმრთონი; ხოლო მეორენი არსაღმრთონი, არამედ სამარადისოდ გონებისადა დამოკიდებულნი: ხოლო მესამენი – ოდესმე გონებისად და ოდესმე უგუნურებისად მქცევნი (პრ., კავშ., პეტრ., 184; 110.17-20); 1. ყოველნი უკუე საღმრთონი სულნი ღმერთ (θεοί) არიან სულებრივ; 2. ყოველნი მზიარებელნი გონებისანი – ღმრთებრივთა მიმდგომნი მარადის (θεών ὁπαδοὶἀεί); 3. ხოლო ყოველნი მიდმოქცევისა შემწყნარებელნი (μεταβολῆς δεκτικαί) – ღმრთებრივთა მიმდგომ ოდესმე (θεῶν ὁπαδοί ποτέ). ხოლო რომელთამე აქუს საღმრთოჲ ნათელი ზენაჲთ დაელვებულად, ხოლო რომელნიმე სამარადისოდ გაიგონებენ, ხოლო რომელნიმე ოდესმე მიემთხუევიან ამას სისრულესა (პრ., კავშ., პეტრ., 185; 110.23-28)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.