- სულნიცა, რომელნიმე თჳს-შორის მდგომარე, ხოლო რომელნიმე – სულიერთა შორის მხოლოდ-ოდენ, ვითარ შარავანდედნი არიან სულთანი (პრ., კავშ., პეტრ., 64; 42.29-31);
- სულნ-ი აღმკულის-შორისნი – აღმკულის-შორისნი სულნი – αἱ ἐγκοσμίαι ψυχαί – შიდაკოსმიური, ამქვეყნიური სულები – ზიარებაჲ აღმკულის-შორისთა სულთაჲ ზესთ-აღმკულისა გონებათა მიერ არს, რამეთუ საშუალ წარმოდგომილ არიან აღმკულის-შორისთა გონებათადა (პრ., კავშ., პეტრ., 166; 99.30-31 – 100,1-2);
- სულნ-ი გონიერნი – გონიერნი სულნი – νοεραί ψυχαί αἱ – ეს-სახედ სულსაცა ზედა: რამეთუ რომელნიმე არიან გონიერნი სულნი, აღკრულნი თჳსთა გონებათადა, ხოლო რომელნიმე სულნი მხოლოდ (პრ., კავშ., პეტრ., 111; 68.22-24);
- სულნ-ი ზესთ-აღმკულისა – ზესთ-აღმკულისა სულნი – τῶν ὑπερκοσμίων ψυχῶν – ზესთაკოსმიური ზესთასოფლის სულები – [გონებაჲ] ზიარებადი ანუ ზესთ-აღმკულისა სულთა მიერ იზიარების, ანუ აღმკულის-შორისთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 166; 99.17)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.