| ლექსიკონები | უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი |
| Link to the dictionary | http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=83 |
| Link to the term | http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=83&t=5816 |
1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი.
2. დაკიდებული ლამპის, ფარდის და სხვ. ასაწევ-დასაწევი მოწყობილობა.
1. სახელმწიფოების, პარტიების, ორგანიზაციების და ა. შ. კავშირი, გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
2. ტექ.
რაიმე ნაგებობის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედგება სხვადასხვა ელემენტის ან დეტალისაგან; სექცია. მაგ., ფანჯრის ბლოკები. ცილინდრების ბლოკი - ძრავას კონსტრუქციის ერტად ჩამოსხმული ნაწილი, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ ცილინდრს.
3. საშენი მასალა -ბეტონის დიდი ზომის ხელოვნური ქვა აგურის ფორმისა.
4. რაიმე დაწესებულებაში გამოყოფილი ცალკე განყოფილება. მაგ., საოპერაციო ბლოკი (საავადმყოფოში). სამშობიარო ბლოკი (სამშობიარო სახლში). კვების ბლოკი - წარმოებაში, დაწესებულებაში : სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო.
5. გარკვეული რაოდენობის რისამე (მაგ., სიგარეტის 10- 12 კოლოფის) შეკვრა.
6. თემატურად გაერთიანებული რამდენიმე საფოსტო მარკა, ერთად, ერთ ფურცლად გამოშვებული (ფილატელისტებისათვის).
7. ფოტოგრ.
ერთი პირის სურათი (ჩვეულებრივ რაიმე საბუთისათვის), რამდენიმე ცალად დაბეჭდილი საერთო ქაღალდზე.
© 2007 David A. Mchedlishvili | Powered by Glossword 1.8.9 |