ტექსტი, რომლიდანაც გადააქვთ ასლი, პირი.
ტექსტი იმ სახით, როგორც თავდაპირველად დაიწერა ავტორის მიერ, განსხვავებით თარგმანისა და გადამუშავებისაგან.
თხზულების ხელნაწერი (ჩვეულებრივ, საწერ მანქანაზე გადაბეჭდილი), რომლის მიხედვით იწყობა და იბეჭდება წიგნი.
ნახატი ან ნახაზი, რომელიც სტამბური წესით უნდა გამრავლდეს.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.